24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
ერთი კვირით ადრე მინიმუმ აუცილებელი იყო წასვლა,რას ვიზამთ...მაგრამ ძალიან გაგვახარეთ.გისურვებთ წარმატებებს ყველა სფეროში...ერთი სული მაქვს გნახო მაგ ლამაზ კაბაში. დადგება ის ლამაზი დღე.როცა ჩაიცმევ და ძალიან გაიხარებ....
21:11 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ია,,, უბრალოდ ბოროტებს და უვიცებს ბევრი თავისუფალი დრო და ბოროტი ფანტაზიებიაქვთ,,, ვამაყობთ და გვიყვარხართ,,, მიშამ ქვეყანა რომ დაანგრიოს მაინც ვგიჯდები ისე მიყვარს,, ასევე თქვენ ჱველანი,, არ ინერვიულო,, ბოდიში და როგორც მიშა იტყოდა დაიკიდე,,,
21:07 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მართა
ია,ჩვენო საყვარელო ადამიანო,რას ქვია გული მისკდებაო....მეხი შენზე ცუდის მთქმელს დაეცეს!!!!!! ერთი წუთი არ დაუთმო ამ ბოროტ კაცუნების ბოდვას...
20:26 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
dzalian meamakebit kvelani gaixaret
20:23 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
რა მნიშვნელობა აქვს სოფლელ- ქალაქელობას, ვინ რა ოჯახში იზრდება იმას აქვს მნიშვნელობა, და აუ ჩემთვის თბილისის დონე და კახეთის ერთია, სულ საქართველოა, რომელმაც ჯობია აზიელობა შეიფეროს თავისი ტრადიციებით
20:16 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მცინარა
ნუ მიაქცევთ ყურადღებას ვინ რას იტყვის. ბოროტ ადამიანებს რა დალევს საქართველოში. დაე გასკდნენ გულზე. თკვენ კი გილოცავთ ოსკარზე წარდგენას და წარმატებებს გისურვებთ.
20:11 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეკლე
ჩემი ქმარი კითხულობდა და იმ წუთსში ის უთხარი ვიღაცის შეთხზულია მეთქი არ ინერვიული ია ბევრმა იცის თქვენი დამსახურება და შურთ თქვენი ასე რომ პოულარობა ცოტა მძიმე ტვირთია და უნდა გაუძლოტ გენაცვალე ლამაზო Qალო
20:07 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
saqartvelo-s
Am ,,soflidan chamobertyebulebze" xelis dawmenda rom icit,chadit sofelshi da naxet ramdeni sitbo da siyvarulia,umetesi saamayo qartveli soflidan aris. Swored ,,jaan sveckebs" shurt da ibodmebian. Daanebet sofels tavi
20:01 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კეთინო
,გვეამაყებით და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. ძალიან ნიჭიერები ხართ და გვეამაყებით სრულიად საქართველოს.კიდევ ბევრჯერ გვასახელეთ და გაგვახარეთ გმერთი ტქვენკენ ძალიან საყვარლები ხართ
19:58 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანოვანო5
დაიკიდეთ გილოცავთ წარმატებას
19:47 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS