24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
ნინა
ია და მიშა გაიხარეთ, იმიტომ, რომ ლამაზები კარგები ხართ, ერთმანეთი გიყვართ და დიახაც ნორმალურ საზოგადოებას უყვარხართ. რაც შეეხება არაგულისხმიერებს მათთვის მისაღებ ჟარგონზე "დაიკიდეთ" მეტის ღირსი არ არიან.
15:01 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ია გულს რატომ იხეთქავ.. ყველანი ძალიან კარგები ხართ, გაიხსენე გენიალური ფრაზა "რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე".. წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ.. რეალობას ვერავინ გაექცევა.. მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებებს გისურვებთ მთელი სულით და გულით.. და არა მარტო თქვენ, არამედ ყველა კარგ ქართველ მსახიობს და ქართულ კინოს.. გადაჭარბებული არა მგონია იყოს თუ ვიტყვი რომ თითქმის მთელი საქართველო გგულშემატკივრობდით და ძალიან გვიყვარხართ(სამწუხაროდ არიან შურიანებიც და ამას ვერავინ შეცვლის, მათი გამზრდელიც კი)..... თქვენ კი გააგრძელეთ ჩვენთვის თქვენი როლებით სიამოვნების მონიჭება
14:57 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ჩემო უსაყვარლესო მსახიობო, ქალბატონო ია! არ ღირს ამდენი გაბოროტებული და შეუმდგარი არსებების გამო ნერვები იშალოთ. ხომ ძალაინ კარგად ხვდებით, რომ ეს არის , ,,წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა" ანუ შური. თქვენ და თქვენს უნიწიერეს მეუღლეს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
14:36 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ბოღმიანი და შურიანი ერი ვართ...
14:28 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS