24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
ინა
ია შენ ყველაზე ჭკვიანი და პროფესიონალი მსახიობი ხარ დღესდღეობით საქართველოში.ბოროტ და ღვარძლიან ადამიაანებს რა დალევს... ყველა ვინც იყავით იმ დღეს იქ მეამაყებით. წარმატებები და წინსვლა თითოეულ თქვენგანს!..
16:11 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
ჩემო კარგებო, ია და მიშა გაიხარეთ. ნორმალურ საზოგადოებას თქვენ ძალიან უყვარხართ. ხოლო ,რაც შეეხება არანორმალურებს ისინა თავიანთ ბოღმაში დაიხრჩობიან.წერონ და იკითხონ, რეალობას ვერავინ გექცევა. გისურვებთ შემოქმედებით აღმასვლას.
15:58 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ია და მიშა,გთხოვთ არც წაიკითხოთ, არც მოუსმინოთ ბოროტი ადამიანების სიტყვებს და ცუდი შინაარსის გამონათქვამები მათთან დარჩება. გთხოვთ, არ იფიქროთ , რომ მხოლოდ შურიანი ადამიანების სავანეა საქართველო.ესეთები ყველგან ერჩიან წარმატებულებს. ფილოსოფიური სიმშვიდით შეხედეთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმ დიდი სიხარულისთვია, რაც ნორმალურ ადამიანებს მოგვგვარეთ , ქართული კინოს ასეთი დაფასებისათვის მსოფლიო არენაზე. მადლობა ამისათვის მიშა მესხს, ზაზა ურუშაძეს და გიორგი ნაკაშიძეს :)))
15:52 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გენაცვალეთ ტქვენ ,რას ნიშნავს გულს იხეთქავ ,მთელი საქართველო ამაყობს თქვენით,ავადმყოფებს რა დალევს ამ ქვეყანაზე.ორი დღე საქართველო თქვენით ხარობდა..... გკოცნით ყველას მაგრებო
15:52 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
იკა
ბოროტს რა დალევს, ნუ აქცევ ნეგატიურ კომენტარს ყურადღებას და ეგაა :) წარმატეებს გისურვებთ :)
15:37 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დიტო
წადი თქვენი ნარკომანკა....
15:29 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანო
და უჩივლეთ რატომ არ უჩივიხართ ? რომ არაფერს ეუბნებით იმიტომაც კადრულობენ ყველაფერს. დაე აგოს ყველამ პასუხი თავის დანაშაულზე თუ ცილს გწამებენ ცილისწამებისათვის თუ არ გწამებენ და მართალია მაშინ თქვენ აგეთ პასუხი ასე კარგია ყველა გამოდის და არ მაჩივლებინოთ ეს არ გამაკეთებინოთ ის არ გამაკეთებინოთ.
15:29 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
იმდენ ადამიანს გვიყვარხარ,ჩვენც გეყოფით შორს ბოროტები.თქვენი წარმატება უამრავი გვენახოს
15:27 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მმმმმნმ
ია გენაცვალე, მხოლოდ იმისთვის ვწუხვარ, რომ ვერ მოხვდი წითელ ხალიჩაზე, მართლაც სამწუხაროა, თანაგიგრძნობ გულწრფელად, დანარჩენზე კი ნუ ინერვიულებთ, ბოღმიან ადამიანებს ისიც ეყოფათ უბედურებად, რომ ბოღმიანები არიან, ნამდვილად სამწუხაროა ამდენი უსაქმური და შურიანი რომაა თურმე საქართველოში
15:07 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
რას იზავ,ია .მარტო ამით შემიძლია დაგამშვიდო "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი".მიშა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ინდაურივით რომ არ იფხორება, იმიტომ არ მოწონთ ამ გოიმებს.ეჭვი არ მეპარება, შენც ბევრს დაჩრდილავდი, ნახევრად დასილიკონებულ ქალებს.
15:02 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS