24 თებერვალი, 2015
ია სუხიტაშვილი: ''ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე...''
ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა. ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი. ზოგს არ მოსწონს, რომ მიშა მესხს დარბაზში ჩაეძინა.

სოციალურ ქსელში კომენტარებმა მიშა მესხის მეუღლე ია სუხიტაშვილი გაანაწყენა და ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა, ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ
ქვეყანაში ასე ცუდად რომ მისდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.

სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტებს ვუჩივლოთ''.

ისტორიების შეთხზვაში ია სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურ დრამას გულისხმობს. კრიმინალური დრამის მთავარი მოქმედი გმირები ''მანდარინების'' შემოქმედებითი ჯგუფი და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან.

დეტექტივი იუმორისტულ ჟანრშია დაწერილი და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან აღნიშნულია, რომ ამბავი ზურა ჯიჯიაშვილის ფანტაზია იყო, ბევრმა სინამდვილედ აღიქვა და ''მანდარინების'' მსახიობები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 84 /
მაკა
მაგრები კარგები, და საყვარლები ხარტ,,
19:37 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ვამაყობ. შურიანი ხალხის ნაბოდვარს ნუ მიაქცევთ ყურადგებას.
19:27 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
ია საერთოდ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, საქართველოში 90 პროცენტი შურით სკდება, ბოღმა ახრჩობთ, რატომ ვერ ვხვდები
19:24 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ია, დაიკიდე!
19:05 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
საქართველო-ს
სოფლელებს შემოევლეთ ის საშინელი კომენტარები მსახიობებზე არა მგონია სოფლელების დაწერილი იყოს ძვირფასო საქართველო
18:38 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თეეეეო
Nეტაი შენ ია:) რაც უფრო მიაქცევ ყურადღებას მით გადმოანთხევენ ბოღმას და არ გებბრალებინ???:*
18:30 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
ია არ გეწყინოს ჩემო კარგო, ეს ბოროტება კი არ არის ეს არის უმეცრება, ამას წერენ გაუნათლებელი ხალხი, ფული აქვთ მაგრამ ტვინი ნაკლებად. ასე რომ არ იყოს ჩვენი საქმე არ წახდებოდა. სოფელი დაიცალა და ყველამ თბილისში მოახდინა ბარტყანი.
18:19 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თაზო
ძალიან კარგი ფილმია"მანდარინები"მესხიც რომ კარგი მსახიობია და ჩეჩენის როლში რომ გამოდის(გვარი არ მახსოვს)ისიც ლაპარაკი აღარ უნდა მაგას.ვისაც ფილმი არ მოეწონა ნაციონალების გადაღებულ ფილმს უყურონ"აგვისტოს"ომზე.რაც ჩემი აზრით სრული სისულელე იყო.
18:12 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
საქართველოში წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანენ.ამიტომ შეიზულეს თქვენი მეუღლის მოსახელეც.თვითონ არაპერი შეუძლიათ,უსცავლელი,დაბოღმილი ბრბოა დღეს უმრავლესობა...
17:49 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გენაცვალეთ თქვენ,მეამაყებით და მერე როგორ!!! ჩემო ია ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბოღმით სავსე ხალხს,ისიც ეყოფათ რომ გულზე გასკდნენ თქვენი ფილმი ოსკარზე რომ წარადგინეს! მათ თავისი ბოღმა დაახრჩობს! გაიხარეთ ჩვენთან ერთად ამ დიდი წარმატებით! გვიყვარხართ და გვეამაყებით!
17:33 / 24-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS