29 აპრილი, 2013
„ნიკა გრიგოლიას ფიზიკურად გაუსწორდნენ“
„კომედი ჯგუფის“ ყოფილმა წევრმა, მსახიობმა გიორგი აფციაურმა დუმილი დაარღვია. პრესკონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის პაროდისტმა გამართა, „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა. როგორც უკვე იცით, 2012 წელს გიორგი ჯგუფს გამოეყო და საავტორო გადაცემა „თქვენი შოუს“ გაკეთება თავის გუნდთან ერთად განაგრძო. რამდენიმე თვეში გადაცემა დაიხურა და გიორგიც ეკრანიდან გაქრა.
„სიმართლე გითხრათ, საუბარი მიჭირს, იმდენად სამარცხვინო თემაზე მიწევს დღეს თქვენთან ლაპარაკი. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. უთანხმოება დაიწყო იმით, რომ ვანო ჯავახიშვილმა პირად საუბ
არში მითხრა, პოლიტიკური იუმორი არ უნდა მეკეთებინა. ამის შემდეგ „ვანოს შოუში“ ფაქტობრივად აღარ ვჩანდი, მითხრეს ისიც, რომ პრეზიდენტის პაროდია აღარ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ მე ჩემი გადაცემით გავემიჯნე ამ ჯგუფს. ისე გამოვიდა, რომ ვანო ჯავახიშვილმა ტაბუ დამადო. ვანო ამ საქმეში მარტო არ ყოფილა, მას ზურგს უმაგრებდნენ ავლაბრელი, ანუ ალეკო მალხაზიშვილი, უხამსი ვართე-ავთო მარგველაშვილი და შედარებით სათუთი და ნაზი ოთო ლომსაძე“
, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე გიორგიმ.

მსახიობი „კომედი ჯგუფიდან“ ფაქოსა და ამიკოს წასვლის მიზეზებსაც შეეხო:
„ბევრი ამბობს, რომ ისინი ფულის გამო წავიდნენ ამ ჯგუფიდან. სინამდვილეში მათ გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს, ის იყო მთავარი მიზეზი. თემო მჟავიას 700 ლარამდე შეუმცირეს ხელფასი რასაც 14-ჯერ აღემატებოდა ვანო ჯავახიშვილის ხელფასის ოდენობა. იგივენაირად მოექცნენ ნიკა გრიგოლიას. სამსახურიდან დაითხოვეს, ეს არ აკმარეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თან აცხადებენ, რომ ჩვენ იუმორი არ გვესმის. ეტყობა უნდა გაეცინა ამაზე ნიკას“, - ამბობს გიორგი აფციაური.

მსახიობის პრესკონფერენციამ უამრავი შეკითხვა გააჩინა, ჩვენ გიორგისაც დავუსვით დამატებით კითხვები და მეორე მხარესთანაც ვგეგმავთ მომხდარის დეტალების გარკვევას. ასე რომ, დაელოდეთ „რეიტინგის“ ახალ ნომერს, სადაც იუმორისტთა განხეთქილების შესახებ ვრცლად გიამბობთ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გეგა
ვანო, ეხლა შენს ცოლს, ეტყვიან ჩოყლაყის,შნირები შედი ქალო,ბუტკაში შენ კიდევ დამასკდი.
13:51 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ამას თუ არ ცხვენია,შურიანი ამბიციური ადამიანი ჯერ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოტ,მისჰას პაროდია თუ აკრძალეს ახალი რატომ მოიყავნეს,აი სადმივედით ახალმა რომ ცოცხლათ დაგმარხა და შენე უკეთესად ასრულებს იმიტომ ატეხე ერთი ამბავი.რამდენს ნიშნავს შური და ამბიცია აბა აქამდე სად იყავი და შენი საზმაკაცო შენი ამბიციების გამო დაითხოვე ეგრედ წოდებული შენი გადაცემიდან,მღალატობთო ესეთი პასუხი რომ გაეცი..უმუშევარი რომ ხარ ეხლა გაგითავდა ნაციონალების გადახდილი ფული,ვითომ ტურნეს რომ აწყობდი ზაფხულში.
12:29 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ხონჯუნა
ვანო არი კუტუმიცინი, ერტუჯრედიანი ამება
11:08 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
მიშას მასხარა გახდი ვანიკო. იუმორისტული კი არა პოლიტიკურია შენი შოუ.
10:40 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
სეპ4
მასხარას ვინც აგინებს ის თავისთავს აგინებს! მეორე, ყველამ თავის გაფხეკილ ჯიბეებს მიხედოს არ ჯობია? მესამე, მჟავია თუ პაროდისტია და მაშინ მე კოსმონავტი ვყოფილვარ. ეხლა უნდა გაცინოთ: „ბევრი ამბობს, რომ ისინი ფულის გამო წავიდნენ ამ ჯგუფიდან. სინამდვილეში მათ გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს, ის იყო მთავარი მიზეზი. თემო მჟავიას 700 ლარამდე შეუმცირეს ხელფასი" აბა, აბა ვიღაცას თურმე ჰგონია რომ ფულის გამო წასულან.
10:00 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ქენძაბურო ოე
ვანო რომ თავიდანვე ფარჩაკი იყო ამას რა თქმა უნდა. მისი ყოვლად უნიჭო და უკბილო ხუმრობებმა, ზედმეტმა გამოხტომებმა და უხეშად რომ ვთქვათ გამოსირებამ დაღი დაასვა იუმორს... ვაი შენს პატრონს ვანო თანაც უბედურს
05:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არაკაცი ხარ ვანიჩქა
00:06 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
არას დროს მომწონდა ჯავახიშვილი, ერთი მახინჯი უნიჭო და საცოდავი ადამიანია...ნაცებს რომ კაცი აყვება ის როგორ შეიძლება მოგწონდეს....
23:52 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ვანოს აშკარად ეტყობა საითაა პოლიტიკურად ორიენტირებული. ცდილობს დამალოს მაგრამ არანაირად არ გამოსდის. ალბათ ჯობია პოლიტიკურ ხუმრობებს შეეშვას, ან ხომ დაიხვია "შედი ქალო ბიტკაშიო" ამაზე გაცილებით ეგექტური მასალები აქვს სააკაშკასგან და ისე ატარებს ვითომც არ ყოფილა. მაგალიტად "მოიტყვანა"
18:27 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ვანოს იუმორი ძაან გაჩაჩანაკდა.
18:21 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS