29 აპრილი, 2013
„ნიკა გრიგოლიას ფიზიკურად გაუსწორდნენ“
„კომედი ჯგუფის“ ყოფილმა წევრმა, მსახიობმა გიორგი აფციაურმა დუმილი დაარღვია. პრესკონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის პაროდისტმა გამართა, „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა. როგორც უკვე იცით, 2012 წელს გიორგი ჯგუფს გამოეყო და საავტორო გადაცემა „თქვენი შოუს“ გაკეთება თავის გუნდთან ერთად განაგრძო. რამდენიმე თვეში გადაცემა დაიხურა და გიორგიც ეკრანიდან გაქრა.
„სიმართლე გითხრათ, საუბარი მიჭირს, იმდენად სამარცხვინო თემაზე მიწევს დღეს თქვენთან ლაპარაკი. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. უთანხმოება დაიწყო იმით, რომ ვანო ჯავახიშვილმა პირად საუბ
არში მითხრა, პოლიტიკური იუმორი არ უნდა მეკეთებინა. ამის შემდეგ „ვანოს შოუში“ ფაქტობრივად აღარ ვჩანდი, მითხრეს ისიც, რომ პრეზიდენტის პაროდია აღარ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ მე ჩემი გადაცემით გავემიჯნე ამ ჯგუფს. ისე გამოვიდა, რომ ვანო ჯავახიშვილმა ტაბუ დამადო. ვანო ამ საქმეში მარტო არ ყოფილა, მას ზურგს უმაგრებდნენ ავლაბრელი, ანუ ალეკო მალხაზიშვილი, უხამსი ვართე-ავთო მარგველაშვილი და შედარებით სათუთი და ნაზი ოთო ლომსაძე“
, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე გიორგიმ.

მსახიობი „კომედი ჯგუფიდან“ ფაქოსა და ამიკოს წასვლის მიზეზებსაც შეეხო:
„ბევრი ამბობს, რომ ისინი ფულის გამო წავიდნენ ამ ჯგუფიდან. სინამდვილეში მათ გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს, ის იყო მთავარი მიზეზი. თემო მჟავიას 700 ლარამდე შეუმცირეს ხელფასი რასაც 14-ჯერ აღემატებოდა ვანო ჯავახიშვილის ხელფასის ოდენობა. იგივენაირად მოექცნენ ნიკა გრიგოლიას. სამსახურიდან დაითხოვეს, ეს არ აკმარეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თან აცხადებენ, რომ ჩვენ იუმორი არ გვესმის. ეტყობა უნდა გაეცინა ამაზე ნიკას“, - ამბობს გიორგი აფციაური.

მსახიობის პრესკონფერენციამ უამრავი შეკითხვა გააჩინა, ჩვენ გიორგისაც დავუსვით დამატებით კითხვები და მეორე მხარესთანაც ვგეგმავთ მომხდარის დეტალების გარკვევას. ასე რომ, დაელოდეთ „რეიტინგის“ ახალ ნომერს, სადაც იუმორისტთა განხეთქილების შესახებ ვრცლად გიამბობთ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გიო
ვანო მაგარი ხარ ასე გაგდელეეე
12:59 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ბატონო გიორგი (აფციაური) მართლაც დაუკერეთ ნინის და წადით ბერას ტელევიზიაში ბერა კეთილი ადამიანია და მასთან არანაირი პრობლემა არ გექნებათ! ! გისურვებთ წარმატებას :) :) :) !
09:43 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იუმორისტა
ვანო ჯავახიშვილი ისევე როგორც მთელი კომედი გრუპი შეშინებულია რეიტინგის დაკარგვის გამო ამიტომ მათ საკუთარ არხზე არ აწყობდათ კონკურენტი გადაცემა თავისი იუმორისტებით ხალხი ამას ვერ ხვდება! იუმორს ვანო არ აკეთებს იმორს მისი სცენარისტები ქმნიან ის უბრალოდ კითხულობს და იღებს ხელფასს 10 000 ლარს რომელიც ბევრ გენიოსს არ აქვს და არც ექნება!!!
19:55 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი აფციაური
აბა რა ეგონა ვანო ჯავახისვილს, უფროსად არ დამაყენა, სამსახურიდან გამიშვა, მეგონა ჩემი შემცვლელი არავინ იქნებოდა და ჩემზე კარგი პაროდისტი აიყვანა, აღარავის აღარ ვახსოვარ, სამსახური მინდა, წესიერად ვერ იშოვი სამსახურს და სკანდალებით და პროჭობებით მაინც არ ვისოვო ფული?! ვერ მოგართვი ჯავახისვილო ვერა
10:57 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაშინ არჩევნები იყო მოახლოვებული და იმიტომაც აკრძალა ვანომ პრეზიდენტის პაროდია და ეხლა როცა ნაცები დამარცხდნენ, იპოვეს კიდეც აფციაურის შემცვლელი და თამამად აკეთებინებენ მიშას პაროდიას.კომედი ჯგუფი ისევ ნაცების უკანალშია თავით.როგორც ჩანს მაგ ვამპირების მოსვლის იმედით ცოცხლობენ, მაგრამ როგორც მიშა იტყოდა ხოლმე:ნურასუკაცრავააააააააად.რაც შეეხება ამიკოს,ლევანს და სხვებს კარგია, რომ მოშორდნენნ მაგათ და დროა აფციაურიც შეუერთდეს ამიკოს და ლევანს ბერას ტელევიზიაში. ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს.
09:43 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
კიტხვაც არ იცის წინ დაუჩერიატ ფურცელი და კიტხულობს უნიჩო ვანია კაცატ მოაქვს ტავი ის კიარ იცის რა ელის ..
02:10 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ვანო ჯავახისვილი კაცი გგონიათ ? ნაცების მონა ოხონდ ფული აიხოს მერაბიშვილს უგზავნის ცოლს გასარტობად.
02:05 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
???
ხალხნო, თემო მჟავიას და ვანო ჯავახიშვილს ერთნაირი ხელფასი რატომ უნდა ჰქონოდათ, ამიხსენით, ერთადერთი, რის გამოც თემო მჟავია შეიძლება სასაცილოდ მიიჩნიო, მისი შეუხედავი გარეგნობაა. რა გასაკვირია, რომ ვანო ჯავახიშვილს, რომელსაც მიჰყავს რუსთავი2-ზე ყველაზე რეიტინგული იუმორისტული შოუ, სხვებზე მაღალი ხელფასი აქვს? პრეზიდენტის პაროდია როგორ აკრძალეს, როცა ძალიან ნიჭიერი ახალი პაროდისტი ყავთ, და ნიკა გრიგოლია კიდევ დღეში სამჯერ უნდა ცემო, მე თუ მკითხავ...
15:39 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
კაი რააააააააა...თუ პრეზიდენტის პაროდია აკრძალეს და იმიტომ გამოუშვეს ტელევიზიიდან.მაშინ ახალი პაროდისტი რატო აიყვანეს?თან პრეზიდენტის პაროდია ვანოს შოუში თითქმის ყოველ გადაცემაშია.
15:39 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ხალხო, მაოცებთ...ამდენი ხანი დალხენილად ცხოვრობდა კაცი ნაციონალების წყალობით, (ყველას რომ გვინდა ისე არხეინად)და ეგებ უკეთესიცაა რომ ვირთხასავით არ გაიქცეს ვანო გემიდან. ისე მგონი რაღაც დიდი კაცის თვისება დავაბრალე, მაგრამ ეგებ...ასეა თუ ისე ვანო გირცჰევ თავი დაანებო პატრონის ძებნას-ცოტა ხელმოკლედ კი იქნები, მაგრამ თავსაც მეტად შეიყვარებ და კეთილებიც მოუხსენებელი დაგრცჰება.
15:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS