18 თებერვალი, 2015
ინდირა ჯგერნაიას ბოიფრენდთან დაშორების სკანდალური დეტალები - ''დააკალით იდიოტ ქმრებს თავი...''
ეს იმ ქალების გასაგონად ვინც ჩემს ინტერვიუს გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ინდირა ჯგერნაია შეყვარებულს, რომელთან ერთადაც სამი წელი ცხოვრობდა, დაშორდა. მან ერთ-ერთ გაზეთ მისცა ინტერვიუ და შეყვარებულთან დაშორების დეტალებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭს მისი წარმატება არ მოეწონა და სცენაზე დგომაზეც ეჭვიანობდა.

განსაკუთრებულად გაბრაზდა ''რუსთავი 2''-ის ფულად საჩუქარზეც, რომელიც ''ნიჭიერის'' ფინალში გასულ ინდირას ნიკა გვარამიამ არხის სახელით გადასცა. მომღერლის შეყვარებულის აზრით, ხალხი ამაზე ჭორაობდა.

ინდირას ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყვნენ
ისეთებიც, რომლებსაც მომღერლის გადაწყვეტილება არ მოსწონდა, რაზეც მოგვიანებით შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ეს იმ ქალების გასაგონად ვინც ჩემს ინტერვიუს გამოეხმაურა! ვისაც მოგწონთ მამაკაცის ეჭვიანობა, აეჭვიანეთ, მოუთმინეთ და მერე მის საწოლში იგორავეთ. არ ილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის და ვინ რჩება მოტყუებული, საზოგადოება თუ თქვენ?

პ.ს. ეს ჩემი რჩევაა, თავის ფასი ყველამ იცოდეთ, თორემ კაცი კი არა ძაღლიც აღარ შემოგიღრენთ! ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, დააკალით იდიოტ ქმრებს თავი და მუდმივ აურზაურში ზარდეთ შვილები და თქვენს შვილებს ჯანსაღი ფსიქიკა არასდროს ექნებათ. ჯერ გამოცადეთ და ჰოპ, მერე დაიძახეთ''!

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მანჩო
არ იყო ეგ ბოიფრენდი. კარგად დააკვირდით ჯეოსტარში ფოლკლორის ტურს და ნახავთ რომ საქორწინო ბეჭედი უკეთია. უბრალოდ ძალიან გინდათ ბოიფრენდის და გერლფრენდის პოპულარიზება და მიზანმიმართულად მუშაობთ ქართველი კაცის ფსიქიკის გადაგვარებაზე. გარყვნილების პროპაგანდას ეწევით. თუ არავისი საქმე არ არის ვინ ქალიშვილია და ვინ არა, მაშინ რატომ გინდათ იმ აზრის დანერგვა რომ ქალიშვილობა სირცხვილია? არავისი საკითხავი არ არის ვინ როგორ ცხოვრობს, უბრალოდ ტელევიზია და პრესა მუშაობს ბოზობის ლეგალიზებაზე, რომ საკუთარი დამალონ ან გაამართლონ
16:15 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატო
როგორ უყვარს ამ ხალხს შხამის გამოშვება ინდირა კარგი მომღერალია და პირველ რიგში თავის კარიერაზე უნდა იზრუნოს როგორც ყოველმა ადამიანმა რომ არავისზე არ იყო დამოკიდებული და ზალიანაც სწორად მოიქცა თუ ისეთ ადამიანს დაცილდა ვისაც ეს არ უნდოდა.ინდირა რომ ღირსი არ ყოფილიყო ნიკა გვარამია მას არ დაასაჩუქრებდა.
09:01 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ზალიან კარგი გოგონაა, ნიჭიერი და წარმატებული.
14:42 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქ
რას გავს.
01:37 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
მართლა იდიოტი ყოფილა და ძალიან კარგადაც უქნია რომ დაშორდა
18:13 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამას ეტყობა ზუსტად მასეთ გარემოში რომ გაიზარდა.ესღა გვაკლდა ეხლა სანერვიულოდ.დედა,გასაოცარი :))
15:41 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰფსცგჰჯ
მართალია ოღონდ კაცი ჰყავდეს ზოგს და თავზე გადაი....თავს ეცით პატივი და ნუიმართლებთთავს ბავშვს მამაჭირდებაო ეგეთ Aვადმყოფ მამაბთან შვილი უარესი იზრდება
15:39 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS