17 თებერვალი, 2015
4 ათას ევროიანი ჩანთა ია ფარულავას ძველი დიდებიდან შემორჩა - უარი მაქმანებიანი ლიფის ჩაცმაზე!!!
გადაცემას თავად ია ფარულავაც გამოეხმაურა ''რუსთავი 2''-ზე გადაცემა ''გარდერობს'', სადაც ნინა წკრიალაშვილი ია ფარულავას სტუმრობდა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზოგი გაღიზიანდა იმით რომ იას გარდერობში 4 000 ევროდ ღირებული ჩანთა იყო. სელებრითების გარდერობის დათვალიერება უცხოეთში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ბევრს უჩნდება სურვილი ცნობილი ადამიანების მსგავსად შეავსოს თავიანთი გარდერიობი.

მაგრამ საქართველოში, სადაც საარსებო მინიმუმი ძალიან დაბალია, მდიდარი ადამიანების სამოსის დათვალიერება ბევრს აღიზიანებს.

გადაცემას მიშა გომიაშვილიც გამოეხმაურა. ''კიდევ! ვისაც არ აქვს 4000 ევროიანი ჩანთა და შესაბამისი
"ატრიბუწიკა" ნუ მომთხოვთ დამეგობრებას... ჰო და ანჯელიკა "ლიფჩიკიც" – წერს მსახიობი.

გადაცემაში ია საუბრობდა, რომ არ უყვარს მაქმანებიანი ლიფის ხმარება, ტანსაცმელშიც რომ ეტყობა და როგორც ჩანს მსახიობს არც ასეთი გულახდილობა მოეწონა იასგან. მიშა გომიაშვილს ბევრი ფეისბუქის მეგობარი ეთანხმებოდა.

გადაცემას თავად ია ფარულავაც გამოეხმაურა: ''გარდერობი'' ''რუსთავი 2''-ზე, რომ გავიდა განკუთვნილი იყო ''მარაოსთვის'' მაკარ, მოგვატყუეს. ზოგი გაღიზიანდა 4000 ევროიანი ჩანთების პონტში, არადა ფასებს მეკითხებოდა ნინა და რა მექნა''.

''რაც გასაღიზიანებელია იმაზე არ ღიზიანდებიან "ზოგი" სულ გაღიზიანებულია, ისეთი შოკ-ჩანთაა, 4000 ცოტაა. წაართვი ვინმეს, თუ რა?'' - წერს იას ერთ-ერთი მეგობარი.

ბევრი აღფრთოვანებული დარჩა იას გარდერობით. თუმცა ია გულდაწყვეტილი პასუხობდა, "ღადაობთ, ესეთი გაქუცული გარდერობი არ მინახავს, 4000 ევროიანი ჩანთა კი ძველი დიდებიდან შემომრჩაო...''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნიი
ვუყურე და მეც ეჭვი შემეპარა ამდენი ბრილიანტებიო, ამდენ ევროიანი ჩანთები და რა ვიცი... დავიჯერო 1 მეტრ საკაბეში 500 დოლარი მისცა? სიცრუე იყო ეს ყველაფერი!მე უბრალოდ ტყუილებმა გამაღიზიანა და წარმოდგენა შემეცვალა ამ ქალზე.
18:52 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ადამის ჟამინდელი გარდერობი ჰქონდა, მეეჭვება რამე გაეჩუქებინა...
18:47 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მანან
მე მომეწონა
18:22 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენა
ია დიდად არ გამოირჩევა კარგი გემოვნებით.
15:38 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ცრუ
არაფერი არ მჯერა მაგ ცრუპენტელა ქალის.როდის იყო სიმართლეს ამბობდა.
15:30 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS