17 თებერვალი, 2015
4 ათას ევროიანი ჩანთა ია ფარულავას ძველი დიდებიდან შემორჩა - უარი მაქმანებიანი ლიფის ჩაცმაზე!!!
გადაცემას თავად ია ფარულავაც გამოეხმაურა ''რუსთავი 2''-ზე გადაცემა ''გარდერობს'', სადაც ნინა წკრიალაშვილი ია ფარულავას სტუმრობდა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზოგი გაღიზიანდა იმით რომ იას გარდერობში 4 000 ევროდ ღირებული ჩანთა იყო. სელებრითების გარდერობის დათვალიერება უცხოეთში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ბევრს უჩნდება სურვილი ცნობილი ადამიანების მსგავსად შეავსოს თავიანთი გარდერიობი.

მაგრამ საქართველოში, სადაც საარსებო მინიმუმი ძალიან დაბალია, მდიდარი ადამიანების სამოსის დათვალიერება ბევრს აღიზიანებს.

გადაცემას მიშა გომიაშვილიც გამოეხმაურა. ''კიდევ! ვისაც არ აქვს 4000 ევროიანი ჩანთა და შესაბამისი
"ატრიბუწიკა" ნუ მომთხოვთ დამეგობრებას... ჰო და ანჯელიკა "ლიფჩიკიც" – წერს მსახიობი.

გადაცემაში ია საუბრობდა, რომ არ უყვარს მაქმანებიანი ლიფის ხმარება, ტანსაცმელშიც რომ ეტყობა და როგორც ჩანს მსახიობს არც ასეთი გულახდილობა მოეწონა იასგან. მიშა გომიაშვილს ბევრი ფეისბუქის მეგობარი ეთანხმებოდა.

გადაცემას თავად ია ფარულავაც გამოეხმაურა: ''გარდერობი'' ''რუსთავი 2''-ზე, რომ გავიდა განკუთვნილი იყო ''მარაოსთვის'' მაკარ, მოგვატყუეს. ზოგი გაღიზიანდა 4000 ევროიანი ჩანთების პონტში, არადა ფასებს მეკითხებოდა ნინა და რა მექნა''.

''რაც გასაღიზიანებელია იმაზე არ ღიზიანდებიან "ზოგი" სულ გაღიზიანებულია, ისეთი შოკ-ჩანთაა, 4000 ცოტაა. წაართვი ვინმეს, თუ რა?'' - წერს იას ერთ-ერთი მეგობარი.

ბევრი აღფრთოვანებული დარჩა იას გარდერობით. თუმცა ია გულდაწყვეტილი პასუხობდა, "ღადაობთ, ესეთი გაქუცული გარდერობი არ მინახავს, 4000 ევროიანი ჩანთა კი ძველი დიდებიდან შემომრჩაო...''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი
ეტყობა,თითო კაცის სამახსოვროდ,თითო ჩანთას ინახავს....თვლა რო არ აერიოს...
13:26 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
parulavas
Am suratze turkuli zedatani gatsvia?stambolshi vnaxe DA imitom vkiyxulob.
09:23 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Mtavaria gemovneba Ar akvs DA gîñda 4000chanta kondes DA gîñda 40 000.
06:23 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
მე ძალიან მიყვარხარ იაკო, უშნო დედაკაცებს შურთ მარტო იასი და დარჩენილებს, მიდი მეცით ეხლა აბა ჰაჰაჰა. ია სულ ჩითის კაბა რომ ჩაიცვა მაინც ლამაზი ხარ, სწორედ ეს აცოფებთ ამ ტვინ გაგრეხილ და ღიპიან დედაკაცებს.
05:50 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მე ვუყურებ მაგ გადაცემას და არაფერი ისეთი არ ქონდა იას რო ესეთი აჟიოტაჟი გამოეწვია . ყველა იყო დველი გამოშვება .თუნდაც მიცა მაგდენი ფული თქვეი რა საქმე მისი ფულია და რაც უნდა და რადენიც უნდა იმდენს გადაიხდის .
00:56 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
ჯერ ეს ერთი ძალიან უგემოვნებო ქალია, არც ერთ კაბა არ ვარგოდა და არც ფეხსაცმელი , მერე ყველაფერი იყო ძველმოდური, მემგონი ეგ რომ ამერიკაში იყო და ქმრებმა და საყვარლებმა უყიდეს, იმდროინდელი, ბრილიანტებიც კაცმა არ იცის ისინი მართლა ბრილიანტები იყო თუ ბიჟუტერია, და საერთოდ ეს გადაცემა მიმაჩნია ძალიან სამარცხვინოდ და მეშჩანებისთვის საყურებლად, როგორებიც არიან თვითონ ია , ნინა და მისნაირები.
23:13 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სისულელე, მე ვუყურე ამ გადაცემა და იას ყველაზე ბანძი გარდერობი აქვს, სხვათაშორის არ ველოდი და მივხვდი რომ ის ეფექტი რასაც ის ახდენს მისი ფიზიკური გარეგნობის დამსახურებაა და ისეთI არც არაფერი მინახია მის ტანზე
22:21 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გუდა
ფისუნია გენაცვალე, ია როდის იტყუება და როდის მართალს ამბობს ვეღარ გავიგეთ.წლების უკან გაზეთ ჟურნალში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ ესპანეთში ზღვაზე როგორ დაისვენა და საცურაო კოსტუმის სურათიც იდო,რომელიც თურმე ტანზე გასძრობია ცურვისას.მაგ ინტერვიუში ამბობს რომ ვიღაცას 500 დოლარიანი ჩანთა შეუთავაზებიათ ესპანეთში იყიდეო და სიცილით ამბობდა ვუთხარი ასეთი მდიდარი არ ვარ თქო და 120 ლარიანი თბილისში შეკერილი ჩანთას მშვენივრად ვხმარობო.დაჟე დაასახელა ის დიზაინერიც ვინც შეკერა,აღარ მახსოვს სახელი.რომელ თაყვანისმცემლებზე ამბობტ რომ ანებივრებდნენ იას ძვირფასი საჩუქრებით.?????უფასო სადილის ფარულ კამერაში რომ გახვიეს იქაც ეუბნება ერთ ქალბატონს მინდა გითხრათ რომ მდიდარი არ ვარო.მერე თქვა მილიონერი ვარო.ნანუკასთან შოუში იბლატავა აუ მაგრად ვარ მარტო.კარგია სიმარტოვე.ბედნიერი ვარ ასე .მძინავს და მძინავსო. არ მინდა არც ქმარი და არც შვილი და მისი მოვლაო.და ამ შოუს მერე რამოდენიმე დღეში ტარიელს გაჰყვა და პროფილში უთხრა სუარს მადლობა შენ გადამარჩინე თორემ მარტოობით ვიღუპებოდი ისეთი ნერვოზი და ფსიქოზი მქონდაო.ქმარი ვაშლს მიფცქვნისო კარავშიო და ათასი უაზრობა.მერე თქვა შვილი მინდა სუროგატისგან და ტაილანდში ამიტომ წავედიო. დაავიწყდა ძველი ნათქვამი ტყუილი შვილი რად მინდაო , მერე მინდაო.მერე როცა ტარიელმაც მიატოვა დაიწყო ისევ უაზრო კისკისი და ბრილიანტებით ბაქიბუქი. ამიტომაც შეარქვეს ცრუპენტელა და ტყუილების გუდა.
20:45 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კარატე
გავაჩუქეო ძმისშილებზეო,თორემ სხვა ვინმეს არა ახლობელზე კი არა.ანუ ოჯახის წევრს მისცა.და საერთოდ რაც ასაკი ემატება იმდენად ტინგიცა და არაედკვატური ხდება ეს ხელმოცარული ქალი
19:53 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ფისუნია
ვიღაცა კეკელკები თუ ჯიპებით დადიან და ბლატაობენ,ვითომ იას რატომ არ უნდა ჰქონდეს 4000 ევროიანი ჩანთა?როცა ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ქალს,საჩუქრების რაოდენობაც დიდია.თანაც ვისაც ჰგონია რომ იტყუება ია,ეტყობა საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რომ 4000 ევროიანი ჩანთებიც არსებობს ,ისევე როგორც 500 დოლარიანი საკაბე.ლილოს ბაზრობას თუ გასცდებით უკვე ამასაც აღმოაჩენთ...
19:47 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS