16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ნუნუ
ერთი ამიხსენით რომელია მომღერალი ან მწერალი!აცალეთ,გიჟი თავისუფალია!
21:02 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
საშინელება...
20:22 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მომღერალი ქეთათო და მწერალი და მომღერალი დეისაძე-----შენ დაუკარ.
20:12 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
სალომე ყველა წერილს ბეჭდავ ჩემი არ დაბეწდე რატო? შენც რომ იგივეს გაგიკეთებენ მე მაშინ ვიცინებ.. ეთიკის კომისია რომ შედგება პირველი შენი გვარი მოხვდება იქ...
18:58 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
აკა
ამძუვნებული! შეურაცხყოფს ბატონიგურ კანდიდ ჩარკვიანის ხსოვნას.
18:05 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
თუ სხვისი აზრი არ გაინტერესებს კონცერტზეც არ უნდა დაპატიჯო, იქ ხალხი ფულს იხდის. ამიტომ ხალხს როგორი მოეწონები ამაზე უნდა იფიქრო და არა საწოლში როგორც გზინავს ისეთი შიშველი.თურმე ხალხის აზრი არ აინტერესებს
17:59 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
არადა ამ გოგოს რატომღაც პატივს ვცემდი-აფსუს......აგერ ერეკლე და აგერაც მაგის....ქეთათოოოო...
17:41 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ეტო
რა ეშველება ამდენ ქაჯს არც შოუ იციან და საერთოდ დარჩით ჟაობში,მგონი ეს გოგო არაა იმ წრიდან ან განათლება არ ჰქონდეს და რამე ეშლებოდეს,ქაჯებისთვისაა ეს ყველაFერი იქნებ გამოხვიდეთ ცოტა და თუ არ მოგწონთ ნუ უყურებთ და ნუ გაუშვებთ თქვენს შვილებს
17:38 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
ისევ შენიანები მოგბაძავენ და საჭირო ხალხი ხართ. მიხო პახმელიაა... მარო,-კომპოტი მოგიტანო... მიხო-არა! მარო--ბორჯომი მოგიტანო? მიხო -არა. მარო--გავიხადო??/ მიხო---გაიხადე,იქნება გული ამერიოს შენი დედ...ცო. შენც გაიხადე ჩემო ქეთათო,რამდენ პატარას გაახარებ და შენც ეგ არ გინდა???ჩვენც ხომ გაგვახარებ და გაგვახარებ.. სალომე ალბათ შენ კითხულობ ,წერის პროცესში ,გაუშვი ეს წერილი...
17:34 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ყურადღება ველურობიტ კი არ უნდა მიიპყროს ადამიანმა,არამედ ნიჭით და კეთილი საქმეებით
17:28 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS