16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ნინო
არ მომწონს საშინლად,მაგრამ,გაუნათლებლობაზე თუ მიდგა საქმე,თქვენ ბევრად გაუნათლებლები ხართ ყველა დამიჯერეთ!!!უსაქმურები ხართ,მეტი საქმე არ გაქვთ,თქვენ სიბოროტეს საზგვარი აგარ აქვს ქართველო ეროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!
23:08 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
ყველა ძაღლს და ღორს რომ ვარქმევთ მწერალს,პოეტს,მომღერალს და მოცეკვავეს იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად ))
23:06 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ira
გაოგნებული ვარ,რა გააკეთა ასეთი ამ გოგომ. ჩარლი ჩაპლინის სიტყვები მაინც გაიხსენეთ "ხელოვნების გულისთვის სცენაზე შიშველიც შეგიძლია ახვიდეო"თავის შვილს რომ არიგებდა. რატომ გაქვთ ალესილი ენები მხოლოდ სალანზღად?
22:50 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
grisha
ფრთხილად იყავი, ნუ იკლაკნები, არაფერზე წამოემცო
22:50 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ირაკლის ყოველთვის ვუსმენ.ის ცოცხალია.ბატონო გელა ყველას უყვარხარ!!!
22:46 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქქ
როგორც |შენი ქმარი იყო. მეფე. მომღერალი, ისე შენ ყოფილხარ ქალი. ბავშვს მაინც ეცი პატივი, მამამთილი ჯანდაბას. შენზე ამბობდნენ გოიმი გოგოაო, მერთალი ყოფილა. ალბათ სიშიშვლე გგონია განათლება და ინტელექტი.ეს რა უბედურებაა შენ თავს ჩემო საქართველო.
21:52 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კაი გაძლება ბ-ნ გელა ჩარკვიანს!
"დაქვრივებული დედოფალი" ერეკლე დეისაძისთვის ხომ არ გაგვერიგებინა?
21:43 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ასოშეიდეთ პრესის სააგენტო
ქეთევან "დედოფალს" გაუმარჯოს! (ლედი გაგას და მადონას ეპატაჟში გასჯიბრებია)
21:40 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინ დაარქვა ამ დედაკაცს მომღერალი ნეტავ მაცოდინა?რა ქნას?რითი მიიქციოს ყურადღება არ იცის.თანაც ეხლა ხო სიშიშვლე მოდაშია....
21:31 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
ჯერ საკუტარ სჰვილს ეცი პატივია და მერე მიცვალებულს
21:23 / 16-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS