16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ქეთა
რა სასაცილოები ხართ, ერთი-ორი კომენტარის გარდა, ამდენი მოცლილი ,,ჭკუისმასწავლებელი" და ,,კდემამოსილი", ,,უწმინდესი" და ,,უგანათლებულესი" ვაისაზოგადოება,რომლის საქმეც ფუჭად ენის ფხანაა!
19:13 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
,,ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ,ზოგს- არა.მე ეგ არ მადარდებს,მთავარია,მე მომწონდეს,რასაც ვაკეთებ!”-გეთანხმები მთლიანად! საუკეთესო ადამიანი ხარ ქეთათო,უნიჭიერესი და ძალიან ჭკვიანი და ლამაზი!
19:04 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ძალიან წინ წასულია,ფრთხილად ქეთათო უკან დასახევი რომ გქონდეს ,შეიძლება ადგილი აღარ დაგრჩეს.რას ვიზამთ ქვეყანა გაირყვნა და ამას მალე მოვიმკით
15:52 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
შენც გააფრინე გოგო? რატომღაც უფრო სერიოზული მეგონე და პატივს გცემდი
15:41 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
რომ არ გედარდება და ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი მაგაშია საქმე.მაგრამ მაგარი უვიცი ხარ.ასეთი სიტყვებისთვის.სამწუხაროდ შენნაირები ძალიან ბევრია საქართველოში.
15:23 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
პარჭყვა
15:22 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნუ იპარჭყები ეს ხომ საშინელებაა
15:21 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
რომ არ გედარდება და ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი მაგაშია საქმე.მაგრამ მაგარი უვიცი ხარ.ასეთი სიტყვებისთვის.სამწუხაროდ შენნაირები ძალიან ბევრია საქართველოში.
15:14 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
lia
Carkvianebs da iraklis xsovnas ar ekadreba torem sen rac ginda is akete
14:49 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ბიონსეს, მადონას და ლედი გაგას ,,ასლია", ნამდვილად უშნოდ იპლაკება. ამას თავი მაგარი ტიპი გონია. მაგარი ტიპი იყო ირაკლი, ეს ნამდვილად არა. უკომპლექსობა კი ყოველთვის კარგი არ არის
14:11 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS