16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
თამარა
და განსაკუთრებული რა აცვია რაც არ გვინახავს ჯერ?! ????????????????
13:35 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დეისაძე მწერალი და მომღერალია?
თქვენ რა სულ გაუბერეთ? მწერალი და მომღერალის განმარტების აზრზე ხართ? თუ სპეციალურად წერთ რომ ხალხი გააღიზიანოთ? კონსტანტინე გამსახურდიაა მწერალი და გოგი დოლიძე მომღერალი, ხოლო დეისაძე ყოვლად გაურკვეველი არსებაა p.s.თურმე სისულელე რომ დავჯღაბნო და მერე დავსტამბო მწერალი ვიქნები, რა მაგარი ყოფილა ტო
13:41 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნეიტრალი
ქეთათომ "მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძესთან" ერთად იმღერა. რამხელა მესიჯია ეს უკვე. რამ აღგაშფოთათ ხალხნო?
12:43 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ირაკლი საფლავში გადატრიალდა!!!:)
01:25 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისე,მარტო ამან გაიხადა?თუ ევროპელობაე ვდებთ თავს,ალბათ ამასაც უნდა შევეჩვიოთ და გოიმურად არ ვიყვიროთ,როგორ გაბედაო!მაგრამ,ქეთათოს ტუ სხვისი აზრი არ აინტერესებს,მაშინ აბანოს ხალათითაც შეუძლია გამოვიდეს ხოლმე.
18:13 / 19-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
როგორც გამოვიყერები,იმდენი ვღირვარ!!!...... პაროდია- "ლედი გაგა".
20:34 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქეთათო ულამაზესი ხარ უჭკვიანესი უსვეტესი უმაგრესი უსაყვარლესი ყველაფერი უ ხარ მოკლედ დიდი უ დეისაძეზე საერთოდ ვგიჯდები ის დიდი ყ არის მაგარი პარა იქნებით უყ შემდეგ პრეზენტაციაზე იქნებ უ კუპალნიკოდ გამოხვიდე საერთოდ შენ ხომ სხვისი აზრი არ გაინტერესებს დეისაძეს მითუმეტეს,დამიჯერე დიდი უ და დიდი ყ მაგარი სანახავი იქნებით
15:32 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
bogmebs
Visits Ar mogtsont nu shexedavt,aravin gadzalebt-demokratiaaa!kvelas tavisi momxmarebeli kavs!
06:26 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია-ნია
თქვენ ეს საცურაო კოსტუმი არ გეგონოთ! ეს კუპალნიკის ტიპის სამოსია! :D :D :D
00:55 / 18-02-2015
გამოხმაურება / 0 /
μ
რა ადვილად იმეტებთ ხალხო ამ ადამიანს?სამწუხაროა.ყველა როგორ ხართ ქეთათოზე ჭკვიანები? დიახაც თქვენნაირების აზრი არ უნდა აინტერესებდეს!
20:21 / 17-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS