16 თებერვალი, 2015
ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''
ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოსა და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია.

მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით,
რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

Rating

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

Rating

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
- თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
- ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
- რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

Rating

- დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
- ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
- მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
- ეს ''კუპალნიკის'' ტიპის სამოსია.

Rating

- მამა ანთიმოზიც გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
- მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ნათია
რა ქნას სხვანაირად არავინ აქცევს ყურადღებას
22:33 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლენა
სულითა და გულით ვუთანაგრძნობ ჩარკვიანების ოჯახს ასეთი ”მარაზმი” თქვენი სახელით რომ გამოდის. მაგ საცოდავს თავი მადონა ჰგონია.ჯერ 15 წლიდან ბურდულს დასდევდა(ლადომ არ გაიკარა), მერე ეტყობა ირაკლი ისედ დროს გამოიჭირა,რომ....
14:51 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გური
პოპულარული ხალხმა უნდა გაგხადოს. ხალხს თუ დაიკიდებ, მთლადაც რომ გაშიშლვდე მაინც ვერ გახდები პოპულარული. ისე მე თქვენ დიზაინერს და კონსულტანტს რა ვუთხარ....
11:19 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
„კუპალნიკა“ ქაჯი!თუ მის პარტნიორსაც გავითვალისწინებთ,ცხონებული ირაკლი საფლავში გადაბრუნდებოდა!
12:41 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
......ox!
უსაქმური კაცი ყ....ი მახატს იყრიდაო,მაპატიეთ მაგრამ თქვენზეა ნათქვამი.რას უწამლავთ გულს ადამიანს?
20:46 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ნუთუ მართლა მოგწონს ქეთათო შენი თავი ამ საცურაო კოსტუმში?საშინლად გამოიყურები,უფრო სწორად გულის ამრევად.
02:01 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ზოგი უბერავს ასე,ზოგიც უბერავს ისე!!!ამათ რომ ვუყურებ და მატ"ბლატავს"რომ ვკითხულობ უნდა გადაიღონ სხვა ვარიანტი ფილმის"შერეკილები",ტანამედროვე საზოგადოებაზე!!!
10:49 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
NIნი
რა ყველაფერზე ღIზიანდება ეს ხალხი ღA ჩAიცვა ასეთი,უნდა და აცვია.
10:24 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ამას თავი მომღერალი და მაგარი ნაშა გონია? განსაკუთრებით ესეთი მოკლე ფეხებით. ჰაჰაჰჰაჰაჰ
20:44 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
aaaa
რა საშინლად გამოიყურება რა უბედურებაა!!!
19:55 / 21-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS