06 თებერვალი, 2015
რატომ აჩუქეს გვანცა ბაგრატიონს მიხეილ სააკაშვილის თოჯინა
რა დამაინტრიგებელი კითხვაა რეპერმა გვანცა ბაგრატიონმა რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის თოჯინასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია. გვანცას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გვანცა, მიხეილ სააკაშვილის თოჯინა შეიძინე, თუ გაჩუქეს?
- რა დამაინტრიგებელი კითხვაა. ბიძაჩემმა მაჩუქა.
- როგორ ფიქრობ, ასეთ საჩუქარზე არჩევანი რატომ გააკეთა?
- იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მომწონდა და პატივს ვცემდი და იმიტომ მაჩუქა.
- ფოტო სადაა გადაღებული?
- დაქალთან.
- ამერიკის დროშა სპეციალურად ამ ფოტოს გადაღებისთვის გააკარით, თუ უბრალოდ
ასეთი კუთხე აქვს?
- სურათისთვის გავაკარით, მოუხდა.
- თოჯინა ისე გყავს ჩახუტებული, დარწმუნებული ვარ, მას შენს ბინში განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენ.
- კი, ჩემს ოთახში საპატიო ადგილას არის.
- გაქვს ინფორმაცია, ვინ გააკეთა? თოჯინა მღერის ან რამეს ამბობს?
- სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ გააკეთა. ხელს რომ მიაჭერ, იცინის.
- სხვა პოლიტიკოსის თოჯინებიც გაქვს?
- მაქვს ბიძინა ივანიშვილისა და ბერა ივანიშვილის თოჯინები.
- ისინიც მოგწონს და პატივს სცემ?
- კი.
- უცნაურია. ორი დაპირისპირებული ადამიანი ერთნაირად რომ მოგწონს და პატივს სცემ.
- მე პოლიტიკური მიმართულებით არ ვამბობ. როგორც ადამიანები მომწონს და ვაფასებ. მე თვითონ სათამაშო ვარ და სათამაშოები მიყვარს(იცინის).
- თოჯინას რომ გეძახიან, ალბათ იმას გულისხმობ.
- დიახ(იცინის).

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გიო ვარ ბარამიძე
შენ შემოგევლე გვანცა :* :* მეც საბურთალოელი ვარ და ხანდახან გხედავ ხოლმე შენ გენაცვალე :*
13:34 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
არაფერი არ აქვს ამ ადამიანს გაკეთებული და ტვინი ნუ წაიღეთ გამოშტერებული კომენტარებით გაუნათლებლებო !
19:01 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
იკა
სპეც ზაკაზებით თუ გექნებათ მსგავსი თოჯინები თორე ისე არ იყიდება
13:50 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გვანცა ბუნებრივად ლამაზი გოგგოა ვინც არიცის მათ საყურადღებოდ :) ერთადერთი ბუნებრივი ვინც არის ამ შოუ ბიზნესში ეს გოგონაა :)
13:47 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
სოფლის პეპელა როგორ არის საბურთალოზე გაზრდილი და დაბადებული გოგო ? :D :D მე მეზობელი ვარ და ულამაზესი გოგო იყო ყოველთვის თქვენ ენა არ გისწრებდეთ წინ შურიანებო კარგი იქნებოდა :D :D :D
13:21 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS