06 თებერვალი, 2015
რატომ აჩუქეს გვანცა ბაგრატიონს მიხეილ სააკაშვილის თოჯინა
რა დამაინტრიგებელი კითხვაა რეპერმა გვანცა ბაგრატიონმა რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის თოჯინასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია. გვანცას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გვანცა, მიხეილ სააკაშვილის თოჯინა შეიძინე, თუ გაჩუქეს?
- რა დამაინტრიგებელი კითხვაა. ბიძაჩემმა მაჩუქა.
- როგორ ფიქრობ, ასეთ საჩუქარზე არჩევანი რატომ გააკეთა?
- იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მომწონდა და პატივს ვცემდი და იმიტომ მაჩუქა.
- ფოტო სადაა გადაღებული?
- დაქალთან.
- ამერიკის დროშა სპეციალურად ამ ფოტოს გადაღებისთვის გააკარით, თუ უბრალოდ
ასეთი კუთხე აქვს?
- სურათისთვის გავაკარით, მოუხდა.
- თოჯინა ისე გყავს ჩახუტებული, დარწმუნებული ვარ, მას შენს ბინში განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენ.
- კი, ჩემს ოთახში საპატიო ადგილას არის.
- გაქვს ინფორმაცია, ვინ გააკეთა? თოჯინა მღერის ან რამეს ამბობს?
- სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ გააკეთა. ხელს რომ მიაჭერ, იცინის.
- სხვა პოლიტიკოსის თოჯინებიც გაქვს?
- მაქვს ბიძინა ივანიშვილისა და ბერა ივანიშვილის თოჯინები.
- ისინიც მოგწონს და პატივს სცემ?
- კი.
- უცნაურია. ორი დაპირისპირებული ადამიანი ერთნაირად რომ მოგწონს და პატივს სცემ.
- მე პოლიტიკური მიმართულებით არ ვამბობ. როგორც ადამიანები მომწონს და ვაფასებ. მე თვითონ სათამაშო ვარ და სათამაშოები მიყვარს(იცინის).
- თოჯინას რომ გეძახიან, ალბათ იმას გულისხმობ.
- დიახ(იცინის).

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გელა
გვანცულია ცუნცულია :D :* :* :*
16:17 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
არ დაეკარგოს არსად ბიძინა ბერა და მიშA
15:35 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
უყვარდეს მიშა არ დაეკარგოს და ბიძინა და ბერა მითუმეტეს
15:34 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
,..
მიშა მაგარიააა დღეს ასეა გვანცა მაგარიაა :D :D
15:10 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მიშიკო
მიყვარს ეს გოგო
15:03 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
გენაცვალე :*
15:02 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს მიშAს საყვარელია თუ ბერასი ვეღარ გავიგე
14:58 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
თავიდანვე ეტყობოდა რომ მისისტი იყო და მიტირის თავის საყვარელს
14:57 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
გენაცვალე გვანცა შენ !
14:56 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
რა ძAაან საყვარელი გოგოა :* :* :*
14:54 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS