05 თებერვალი, 2015
როგორ მოსტაცეს ქართველ ქალებს გული კორეელმა მამაკაცებმა და სად გაქრა თურქულ სერიალების ხიბლი
"მთელი ხუთი დღე შაბათ-კვირას მოუთმენლად ველოდები" - ეს სიტყვები ერთ-ერთ ქართველ დიასახლისს ეკუთვნის, რომელსაც გული კორეელმა მამაკაცებმა მოსტაცეს. სერიალი "იმპერატორის მეუღლე“ უკვე რამდენიმე თვეა რაც "პალიტრა TV“-ზე გადის.

2014 წელს საუკეთესოდ აღიარებული აღმოსავლური ისტორიული სერიალი მსოფლიო გაყიდვებით პირველ ადგილზეა.

ისტორიულად რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სერიალი ქართველმა მაყურებელმა მალე შეიყვარა და განსაკუთრებულად გმირები, რომელთა გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა.

სავაში, ონური და თურქული სერიალის სხვა ვარსკვლავები ადვილად ჩაანაცვლეს მონღოლეთის იმპერატორმა, კორეის მეფემ და მათმა სიმპატიურმა ქვეშევრდომებმა.

სერიალში -
ულამაზესი და უძვირფასესი კოსტიუმებია. ნახავთ სტილისტების უმაღლესი დონის ნამუშევრებს და შესანიშნავად გადმოცემულ სამეფო კარის ცხოვრების ინტრიგებს.

მაღალი, ლამაზი მამაკაცები სექსუალური ტუჩებით, დიახ, ისინი კორეელი მსახიობები არიან. სულ სხვა ხიბლით გამოირჩევიან და არც ლათინო ამერიკულ სერიალებში მოთამაშე მაჩოებს გვანან და არც თანამედროვე თურქებს.

სერიალი მე-14 საუკუნის მონღოლეთზე, ჩინეთსა და კორეაზე მოგვითხრობს. კორეელის მოახლის გულის დასაპყრობად, რომელიც მონღოლეთის იმპერატორის ცოლი ხდება და შემდეგ თავად ავა ტახტზე, დიდებულების მთელი არმია იბრძვის.

ჩვენ გავარკვიეთ რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს კორეელი მამაკაცები და საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ:

1. სექსუალური ტუჩები
2. სიმაღლე
3. საინტერესო გარეგნობა
4. კანის ფერი

უამრავი წერილი, სატელეფონო ზარი, გამოხმაურება სოციალურ ქსელში, მაყურებელი საყვარელი მამაკაცების ნახვას ყოველდღე ითხოვენ. სწორედ მათი თხოვნა გაითვალისწინა ტელევიზიამ და 9 თებერვლიდან „პალიტრაTV“-ზე მამაკაცებს სექსუალური ტუჩებით ქალბატონები ყოველ საღამოს ნახავენ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მანანა
რომარა თქვენი არხი ვერ გავიგებდი ასეთი კარგი სერიალებიც თუ არსებობს ასერომ დიდი მადლობა, თავიდან სერიები არ მქონდა ნანახი და ახლა ვნახავ.
16:52 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ლათინო ამერიკულ სერიალებში მოთამაშე მაჩოები..ჰაჰაჰ... კი ნამდვილად კარგი სერიალები აქვთ სამხრეთ კორეელებს საც ^^
16:41 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ლათინო ამერიკულ სერიალებში მოთამაშე მაჩოები..ჰაჰაჰ... კი ნამდვილად კარგი სერიალები აქვთ სამხრეთ კორეელებს საც ^^
16:40 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიი
როგორ მიყვარს ეს მსახიობები
15:41 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ვაიმე უბედნიერესი ვარ რომ როგორც იქნა საქათველოშიც შემოაგწია კორეული სერიალების მიმართ სიყვარულმა, ყველანაირ ლათინურ-ამერიკულა და თურქულს სერიალს მირჩევნია.. და იმედი მაქვს მალე შემდეგ სერიალს ვიხილათ თქვენ არხზე :)))
11:52 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS