05 თებერვალი, 2015
როგორ მოსტაცეს ქართველ ქალებს გული კორეელმა მამაკაცებმა და სად გაქრა თურქულ სერიალების ხიბლი
"მთელი ხუთი დღე შაბათ-კვირას მოუთმენლად ველოდები" - ეს სიტყვები ერთ-ერთ ქართველ დიასახლისს ეკუთვნის, რომელსაც გული კორეელმა მამაკაცებმა მოსტაცეს. სერიალი "იმპერატორის მეუღლე“ უკვე რამდენიმე თვეა რაც "პალიტრა TV“-ზე გადის.

2014 წელს საუკეთესოდ აღიარებული აღმოსავლური ისტორიული სერიალი მსოფლიო გაყიდვებით პირველ ადგილზეა.

ისტორიულად რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სერიალი ქართველმა მაყურებელმა მალე შეიყვარა და განსაკუთრებულად გმირები, რომელთა გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა.

სავაში, ონური და თურქული სერიალის სხვა ვარსკვლავები ადვილად ჩაანაცვლეს მონღოლეთის იმპერატორმა, კორეის მეფემ და მათმა სიმპატიურმა ქვეშევრდომებმა.

სერიალში -
ულამაზესი და უძვირფასესი კოსტიუმებია. ნახავთ სტილისტების უმაღლესი დონის ნამუშევრებს და შესანიშნავად გადმოცემულ სამეფო კარის ცხოვრების ინტრიგებს.

მაღალი, ლამაზი მამაკაცები სექსუალური ტუჩებით, დიახ, ისინი კორეელი მსახიობები არიან. სულ სხვა ხიბლით გამოირჩევიან და არც ლათინო ამერიკულ სერიალებში მოთამაშე მაჩოებს გვანან და არც თანამედროვე თურქებს.

სერიალი მე-14 საუკუნის მონღოლეთზე, ჩინეთსა და კორეაზე მოგვითხრობს. კორეელის მოახლის გულის დასაპყრობად, რომელიც მონღოლეთის იმპერატორის ცოლი ხდება და შემდეგ თავად ავა ტახტზე, დიდებულების მთელი არმია იბრძვის.

ჩვენ გავარკვიეთ რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს კორეელი მამაკაცები და საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ:

1. სექსუალური ტუჩები
2. სიმაღლე
3. საინტერესო გარეგნობა
4. კანის ფერი

უამრავი წერილი, სატელეფონო ზარი, გამოხმაურება სოციალურ ქსელში, მაყურებელი საყვარელი მამაკაცების ნახვას ყოველდღე ითხოვენ. სწორედ მათი თხოვნა გაითვალისწინა ტელევიზიამ და 9 თებერვლიდან „პალიტრაTV“-ზე მამაკაცებს სექსუალური ტუჩებით ქალბატონები ყოველ საღამოს ნახავენ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
იმპერატრიცა კი
ძალიან მომეწონა ეს სერიალი, შაბათ-კვირას ნამდვილად ვერ დაველოდე და ინტერნეტით ვუყურე ყველა სერიას. მაგრამ სერიალის ნახევარი ხმით არსად არ იყო გადათარგმნილი და მომიწია ტიტრებიტ ყურება. ასე ვთქვათ სერიალი წავიკითხეეეეეეეეე:D:D:D:D:D:
13:16 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ონურ ბეი
სავაშბალდარ დულდურუმ სეჩმედინ უსულ ანდალარ, ჩოქ ქუზელ სინდალარადინ....
23:13 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
mujiki
Kidev serialebi gitacebt saqartveloshi? Vauu cudada saqme. Magis yurebas jobia kai borshi gaaketot.
23:12 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ბიკა
ფაიიტუუნგ!!! ყველაზე მაგარი სერიალია
01:23 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
მიხარიააააააა, მე პირადად ბებრი ხანია უკურებ კორეულ სერიალებსსსს.
20:36 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS