03 თებერვალი, 2015
10 000 დოლარი სააკაშვილის თამაშისთვის? – ქართლოსის პირველი კომენტარი ხაინდრავას ''შეთავაზებაზე''
ბიძინა ივანიშვილმა ამ ფილმის გადაღება ერთი კვირის წინ დააანონსა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში ''კომედი შოუს'' მსახიობ ქართლოს ნატროშვილს თითო სერიაში 10 ათასი დოლარი შესთავაზეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა.

"გოგა ხაინდრავას ფილმში ქართლოს ნატროშვილისთვის (მიშას პაროდისტი) თითო სერიაში 10 000 დოლარი შეუთავაზებიათ (აბა, ჯანსაღ ლარს ხომ არ შესთავაზებდნენ?), იმას კიდევ არაოოო!!!
სად მიშა და სად ხაინდრავაო", - წერს კილაძე ''ფეისბუქზე''.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი
"ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე იქნება. დავინტერესდით, მართლა შესთავაზეს თუ არა ნატროშვილს მიხეილ სააკაშვილის როლი.

- სტატია, რომ ვნახე, გადავიხარხარე. ელისო კილაძეს ჩემთვის არ დაურეკავს და არაფერი უკითხავს, ისე დადო ეს სტატუსი. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემთვის არავის დაურეკავს და ფილმში მონაწილეობა არ შეუთავაზებია. არც 1 ლარი შემოუთავაზებიათ და არც 10 000 დოლარი. ვინ იკვებება ამ სიცრუით, არ ვიცი.
- რომ შემოგთავაზონ დათანხმდები?
- ბიძინა ივანიშვილმა ამ ფილმის გადაღება ერთი კვირის წინ დააანონსა, მაშინ ჟურნალისტებმა დამირეკეს და მკითხეს, შენი კანდიდატურა რომ განიხილონ, რას უპასუხებო და ვუთხრი, რომ არ მქონდა არანაირი სურვილი. შეიძლება აპირებენ და გეგმაში აქვთ რომ ეს როლი შემომთავაზონ, მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი უთქვამს.
- დიდი თანხა დასახელდა, სერიაში 10 000 დოლარი...
- იუმორისტული სერიალი რომ იყოს, შეიძლება მეფიქრა. პოლიტიკურ-დეტექტიურ სერიალებში მონაწილეობა არ მინდა. მელ გიბსონი რომ იღებდეს, ამ სერიას, მასაც უარს ვეტყვი. გოგა ხაინდრავასთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია. კონკრეტულად ციფრით მანიპულირებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. არ მსურს სერიალში მონაწილეობა.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მაიკო
ქართლოს პირადად რომ არ ვიცნობდე და არ ვიცოდე,მისი დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ,შეიძლება მეფიქრა რომ მისგან მსგავს შემოთავაზებაზე დათანხმება,მისი პირადი კეთილდღეობისთვის და ასევე კარიერული წინსვლისთვის ძალიან სასიკეთო იქნებოდა...მაგრამ,ვინაიდან ქართლოსის პირადი პრინციპების ამბავი ჩემთვის ცნობილია,ვამაყობ მისი გადაწყვეტილებით.:-) ეს ის შემთხვევაა,როცა პირადი პრინციპები და მორალი,ყველანაირ კარიერული და ფინანსური "გამორჩენის"საზღვრებს სცილდება! ბრავო ქართლოს!..(და აქ არანაირი "პოლიტიკური" სიმპათია-ანტიპატია არაფერ შუაში არ არის!
17:17 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
იმერელი
წაკუზავს მიშა
04:35 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ქართლოს! ძალინ სწორად იქცევი! არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე შვილო! ახლგზრდა კაცი ხარ, მთელი ცხოვრება წინა გქვს ფულის მეტს რს იშოვი! მაგათ გარეშე!!!!!
22:40 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
qartloss
Daipase tavi,tanxa tsotaa.amerikashi asi atasobit uxdian!
03:43 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
მომწონს თქვენი პრინციპულობა.
09:00 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
kiladzes
Mtsdari inpormatsiaa,xaindrava Ar igebs serials DA qartlosi tu sheevachreba sponsors sheidzleba metsats gamokras xeli,midi qartlos!
04:30 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
maia
კარგი კაცი ხარ შენ ქართლოს
03:19 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
mtiskaci
მართალი კაცი ხარ ქართლოს
22:29 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ივანიშვილმა თავის თავზე გადაიღოს, როგორ მოატყუა ქართველი ხალხი, დღეს ასეთ დღეში რომ არის- მოტყუებული და გაღატაკებული.
19:07 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
შალვა ახალციხელი
ხაინდრავასთან კაცი რომ საქმეს დაიჭერს ის კაცად აღარ აღიქმება! ერთი დადებითიც კი არ აქვს ამ კაცს! კაცი ღვარძლია მთლიანად! მის წარსულს რომ აღარ გადავხედოთ!
18:22 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS