02 თებერვალი, 2015
ნანიკო ხაზარაძეს ძველი გინება გაუხსენეს ''ეს აკაჩავებდა ეკას გადაცემაში?''
გადაცემის წამყვანებიდან მისი ცრემლების დანახვაზე ყველაზე მეტად დუტა სხირტლაძე შეწუხდა ''იმედის კვირაში'' პატრულის მაგინებელ ეკა ყუშიტაშვილის ამბები სკანდალურად გაგრძელდა. ეკამ ''იმედის კვირასთან'' კომენტარში აღიარა, რომ დავით ცინარიძეს მართლაც იცნობდა, თუმცა პირდაპირ ეთერში ჩართვისას უარყო თავისივე ნათქვამი.

მერე კი ცრემლებით მოიხადა ბოდიში უცენზურო სიტყვების ხმარებისთვის. ''მე ერთ ადამიანს ვაგინე და მთელმა საქართველომ მე მაგინაო'', - ამბობდა თვალცრემლიანი ეკა.

გადაცემის წამყვანებიდან მისი ცრემლების დანახვაზე ყველაზე მეტად დუტა სხირტლაძე შეწუხდა და ცდილობდა, ეკა გაემხიარულებინა. ბოლოს გოგონამ ჩართვა ''
სულ თელავია, სულ გულავია'' ფრაზით დაამთავრა. მისმა ნათქვამმა ყველა გაახალისა, თუმცა მათ შორის არ იყო ნანიკო ხაზარაძე, რომელიც ბოლომდე ამბობდა, რომ გინება მისთვის მიუღებელი იყო და კითხვაზე თავად შეუგინებია თუ არა, აღნიშნა, რომ მხოლოდ დახურულ სივრცეში იგინება.

გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში ძალიან ბევრმა ''დღის შოუს'' ძველი ჩანაწერი გაიზიარა, სადაც წამყვანები ია ფარულავა, ნანიკო ხაზარაძე და დოდო ხურცილავა იყვნენ და ია ფარულავა და ნანიკო უცენზურო სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს. ნანიკო ბოლოს იას სიცილით ეუბნება ''იდი, ნა ხ…ი''.

''ეს აკაჩავებდა ეკას გადაცემაში?'' - წერდნენ სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, ნანიკოს აღარ ახსოვდა მისი და იას სკანდალური საუბარი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ბაგირა
დავიწყოთ იქდან რომ ნანიკო პირდაპირ ეთერში არ იყო მაგ დროს და მეორეც ერთიც თქვენს გულებში ჩაიხედეთ რომელს არ წამოგცდენიათ ცუდის სიტყვა ეხლა ყველა უსაქმური რომ ნანუკაზე იფხანთ გულს?ჯერ დარწმუნდი რომ უცოდველი ხარ და მერე ესროლე სხვას ქვა............
12:06 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
კახი
ქაჯები გამრავლდნენ თბილისში, გუშინ სოფლის ტალახს რომ ზელდა დღეს 25000 დოლარიანი მანქანით დადის და თავი გონია ქალღმერთი. ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული და ჭკვიანათ მოაქვს თავი.
13:20 / 10-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქ. ქ.
ყველას ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არ გირს ენის დასველება, ქვეყანა გარყვნილების გახდა...და ჩვენც სიამოვნებით ვუყურებთ ამ დაბალი დონის გადაცემებს. შორენა ბეგაშვილის და ნინა წკრიალაშვილის იქეთ ქალი ვერ მოზებნეს.
13:16 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალად მოაქვს ეხლა ნანიკოს თავი, ქალი იმისთვის დაბადა ქალად რომ მოკრძალებული უნდა იყოს,არც ეკამ გააკეთა სწორი მარა,ნანიკოს გასაკიცხი ნამდვილად არ არის,თვითონ უარესია ყოფაქცევითაც კი.
10:48 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართლელი
ერთი ვარსკვლავიც დაემატა საქართველოს ეკას სახით. ნიძლავს ვდებ, რომ ეკა ყუშიტაშვილი სულ მალე მიიღებს მონაწილეობას უამრავ გადაცემაში და სატელევიზიო პროექტებში, როგორც ვარსკვლავი. მძულს უკვე ყველაპერი, ამაზრზენია უკვე ამ ქვეყანაში ყველაპერი
11:26 / 06-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS