29 იანვარი, 2015
ეკა კვალიაშვილი: „ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“
სალომე ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ
პროექტ ''ერთი ერთში'' გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა. ფინალისტთა შორის იყვნენ ნინი წიკლაური, რომელმაც მეორე ადგილი დაიმსახურა, თემო საჯაია და ნუკა კვალიაშვილი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
სოციალურ ქსელში და მათ შორის პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე ბევრი წერს, რომ უსამართლობა მოხდა და გამარჯვებული ნუკი უნდა გამხდარიყო. კომენტარი ვთხოვეთ ნუკის დედას-მომღერალ ეკა კვალიაშვილს, რომელიც მომხდარით აშკარად უკმაყოფილოა და დარწმუნებულია, ნუკი საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შეგახსენებთ ნუკიმ საქართველოში მესამე პროექტში
მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ''საქართველოს ვარსკვლავშიც'' ბევრი მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, თუმცა პირველი ადგილი ნინა სუბლატს ერგო.

- ეკა, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ''ერთი ერთშის'' ფინალზე. ძალიან ბევრი წერს, პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე, რომ ნუკის უნდა მოეგო. თქვენ როგორ შეფასებდით ფინალს?
- ნება მომეცით, საერთოდ არ ვიმსჯელო ამ თემაზე. ერთი კი ნამდვილად ვიცი, ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და საერთოდ ვფიქრობთ, მალე ქვეყნიდან წასვლას და შემოქმედების განვითარებას. რადგან ''ერთი ერთის'' გვერდზე ამდენი ადამიანი წერს, რომ ნუკას უნდა მოეგო, ე.ი. საზოგადოებამ აზრი დააფიქსირა.
- რომელ ქვეყანაში ფიქრობთ გამგზავრებას?
- ოოო, ამას წინასწარ არავის ვეტყვით.
- ჟიურიმ ნუკას პირობა დაადებინა, რომ საკუთარ კარიერაზე ზრუნვას გააგრძელებდა და ისიც აღნიშნეს, რომ მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
- ეს ჩემზე კაგად ვინ იცის? მაგრამ, რომ ხედავენ და აღნიშნავენ, უკვე ძალიან სასიამოვნოა და დასტურია ჩემი შეხედულების და კომპეტენტურობის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აისახა, მისი შესაძლებლობები, რომ გაემარჯვა?
- არ ასახეს (იცინის).
- გამარჯვებულ, სალომე ბაკურაძეს როგორ შეაფასებდით?
- კარგი და ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნანა
ნატას ვეთანხმები,იქ,სადაც ნუკა მღეროდა,თან როგორ მღეროდა,როგორ გარდასახვებს აკეთებდა, სალომეს ვერ უნდა გაემარჯვა,მაგრამ რას ვიზამთ,ნაცნობობა-პროტექტორობა არასოდეს მოიშლება ამ ქვეყანაში...ნამდვილად უცხოეთში უნდა განვითარდეს ნუკა და გახდეს საუკეთესო ვარსკვლავი,რაც მას ნამდვილად შეუძლია.წარმატებებს ვუსურვებ და წინსვლას! საქართველოს კი, არასოდეს არაფერი ეშველება არც ამმხრივ და არც სხვამხრივ...
17:16 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დაგვღალა რა ამ ქალმა,რას გვაყვედრის მისთავს. მადლობა ღმერთს ქართველებს ბევრად უკეთესი მომღერელბი გვყავს.მისი დაავადების გამო საკმაოდ თანხა მიიღო და იმკურნალოს, ხალხს ამის საშვალ;ებაც კი არ აქვს და შეირგოს რაც მისცეს
16:33 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სალომეს არაფერს ვერჩი, წარმატებები-კვლავ, მაგრამ ძალიან, ძალიან უხერხულია, მან მიოგოს იქ, სადაც ნუკა მღერის!!!!!!1 ყრუები არ ვართ!1111 მარტლაც ბერას ფავორიტობა ყოფილა მტავარი, ნუკა, განუმეორებელი მომღერალი ხარ! მგონი უკეთესიც დედაშენზე!!!!!!!
16:15 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS