29 იანვარი, 2015
ეკა კვალიაშვილი: „ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“
სალომე ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ
პროექტ ''ერთი ერთში'' გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა. ფინალისტთა შორის იყვნენ ნინი წიკლაური, რომელმაც მეორე ადგილი დაიმსახურა, თემო საჯაია და ნუკა კვალიაშვილი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
სოციალურ ქსელში და მათ შორის პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე ბევრი წერს, რომ უსამართლობა მოხდა და გამარჯვებული ნუკი უნდა გამხდარიყო. კომენტარი ვთხოვეთ ნუკის დედას-მომღერალ ეკა კვალიაშვილს, რომელიც მომხდარით აშკარად უკმაყოფილოა და დარწმუნებულია, ნუკი საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შეგახსენებთ ნუკიმ საქართველოში მესამე პროექტში
მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ''საქართველოს ვარსკვლავშიც'' ბევრი მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, თუმცა პირველი ადგილი ნინა სუბლატს ერგო.

- ეკა, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ''ერთი ერთშის'' ფინალზე. ძალიან ბევრი წერს, პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე, რომ ნუკის უნდა მოეგო. თქვენ როგორ შეფასებდით ფინალს?
- ნება მომეცით, საერთოდ არ ვიმსჯელო ამ თემაზე. ერთი კი ნამდვილად ვიცი, ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და საერთოდ ვფიქრობთ, მალე ქვეყნიდან წასვლას და შემოქმედების განვითარებას. რადგან ''ერთი ერთის'' გვერდზე ამდენი ადამიანი წერს, რომ ნუკას უნდა მოეგო, ე.ი. საზოგადოებამ აზრი დააფიქსირა.
- რომელ ქვეყანაში ფიქრობთ გამგზავრებას?
- ოოო, ამას წინასწარ არავის ვეტყვით.
- ჟიურიმ ნუკას პირობა დაადებინა, რომ საკუთარ კარიერაზე ზრუნვას გააგრძელებდა და ისიც აღნიშნეს, რომ მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
- ეს ჩემზე კაგად ვინ იცის? მაგრამ, რომ ხედავენ და აღნიშნავენ, უკვე ძალიან სასიამოვნოა და დასტურია ჩემი შეხედულების და კომპეტენტურობის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აისახა, მისი შესაძლებლობები, რომ გაემარჯვა?
- არ ასახეს (იცინის).
- გამარჯვებულ, სალომე ბაკურაძეს როგორ შეაფასებდით?
- კარგი და ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ლელა
ეკაააა, გვითხარი, რა იმ უცხო ქვეყნის სახელი.
22:01 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
sandro
ძალიან მარტივად ეხლა რო ჟივჟივებთ მესიჯებში გამოგეხატად ეს მხარდაჭერა!!! ნუკა ძალიან მაგარი გოგოა სალომეც ნინიც და თემოც მაგრამ დიდი ბოდიშით აქ ესემესები წყვეტს ნება იბოძეთ და მესიჯებით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა და არა კომენტარებით
21:57 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
@@@
აუ ბერას ნამღერი რა ვთქვი ხალხი რომ გადაირია მარა ყურების ქვეყანაა რა.ნუკა ოცნების მეხოტბეა მაგრამ დარჩა ეგრე.ბოღმობამა თუ არ იქნები ყველაფერი უკეთესად გამოვა და ხალხმა უნდა დაინახოს შენი სიმაგრე ყველგან.ნუკას კიდე ერთი ისეთი ინტერვიუ არ აქვს სადაც თავის დედამისის და ბებიის "ძალიან" იდეალურობაზს არგვახსვეოვდეს თავზე.ხალხს კიდე უბრალო ხალხი მოსწონს
20:00 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ir ina
როგორც მახსოვს,ეკა კვალიაშვილი ჰოლივუდში იყო მიწვეული,არააა?
18:40 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
რა შუაშია, ბერა და ბიძინა... ამ ქალმა ხომ ტვინი წაიღო უკვე ამ თავისი პრეტენზიებით ყველა კონკურსის მერე. იმას ვერ ხვდება, რომ ასეთი ბოღმიანი საქციელით სწორედ რომ თვითონ უგდებს რეიტინგს თავის შვილს. კონკურსი კონკურსია, სადაც ხან ერთი იმარჯვებს და ხან მეორე, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ცუდია და გამარჯვებულზე ნაკლებად ნიჭიერი. სულ ვიღაცისადმი უკმაყოფილოა ეს ქალი, გადაგვაყოლა ჯერ თავის ვოკალს და ახლა შვილისას.
18:13 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
:)))
ყველაზე უხერხული ის არის, რომ სალომე ყოველი ტურის სმს ლიდერი იყო. თავიდანვე ვიცოდი რომ ეგ გაიმარჯვებდა. რას ვიზამთ ყველას არ გვყვავს ფულიანი ოჯახის წევრები...
18:01 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ნატა გეთანხმებით ამოვიდა ეს სცენას შუფერებელი სალომე თავისი ხრინწიანი ხმეით,მოიგო იმიტომ რო ერთი შაიკაა ისე იმუშავეს მაგისმ სამეგობრობ (ნაც ელიტა)არ მიკვირს რომ მოიგი,თავად განსაჯეთ,ორ ვარსკვლაშვი ნაც მოძის მეუღლემ ირინამ მოიგო,წინა ერთი ერთში საპრიზო ადგილას გავიდა ნათია დუმბაძე ასევე უნჭო,ეხლა სალომე ,და ნინი წიკლაური მეორე ადგილას(თუმცა ინი ძალიან კარგი მომღერალია) და ვის გაამარჯვებინებდა ნუკას ფული ფული და კვლავ ფული.
17:48 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამბობენ სალომეს ქმარი ჯდს ში მუშაობს და იმან იჩალიჩაო, მეორე ადგილი ნინისაც არ ეკუთვნოდა, არ ვარგოდა . აშკარაა რომ ნუკი დაჩაგრეს.
17:39 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
.....
ნუკა პირადად მე უკეთეს მომღერლად მიმაჩნია ვიდრე სალომე (სხვისი სიღერების გადამღერებაში), მაგრამ აქ სმს-ები წყვეტდა საქმეს და ვინ უშლიდა თაყვანისმცემელს რო გაეგზავნა.. ისე სადაც გინდა იქ წადით ეკა, უთქვენოდ არ დაიღუპება ქართული სიმღერა.
17:32 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნუკი ძალიან კარგი მომღერალი დადგება, მართლა კარგი ვოკალი აქვს და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კონკურსს, ჩემი აზრით, ფინალშიც ვერ უნდა გასულიყო, რადგან მიბაძვა მისი საქმე არ არის, ფორმატში ვერ ჯდებოდა, თითქმის ყველა სიმღერას თავისი ხმით მღეროდა (კარგად კი მღეროდა). ამ კონკურსში თემო საჯაია ყველას ჯობდა, თუმცა არ ვამბობ, რომ სხვაზე უკეთესი ან უარესი მომღერალია.
17:32 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS