29 იანვარი, 2015
ეკა კვალიაშვილი: „ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“
სალომე ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ
პროექტ ''ერთი ერთში'' გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა. ფინალისტთა შორის იყვნენ ნინი წიკლაური, რომელმაც მეორე ადგილი დაიმსახურა, თემო საჯაია და ნუკა კვალიაშვილი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
სოციალურ ქსელში და მათ შორის პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე ბევრი წერს, რომ უსამართლობა მოხდა და გამარჯვებული ნუკი უნდა გამხდარიყო. კომენტარი ვთხოვეთ ნუკის დედას-მომღერალ ეკა კვალიაშვილს, რომელიც მომხდარით აშკარად უკმაყოფილოა და დარწმუნებულია, ნუკი საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შეგახსენებთ ნუკიმ საქართველოში მესამე პროექტში
მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ''საქართველოს ვარსკვლავშიც'' ბევრი მას უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, თუმცა პირველი ადგილი ნინა სუბლატს ერგო.

- ეკა, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ''ერთი ერთშის'' ფინალზე. ძალიან ბევრი წერს, პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე, რომ ნუკის უნდა მოეგო. თქვენ როგორ შეფასებდით ფინალს?
- ნება მომეცით, საერთოდ არ ვიმსჯელო ამ თემაზე. ერთი კი ნამდვილად ვიცი, ნუკა საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და საერთოდ ვფიქრობთ, მალე ქვეყნიდან წასვლას და შემოქმედების განვითარებას. რადგან ''ერთი ერთის'' გვერდზე ამდენი ადამიანი წერს, რომ ნუკას უნდა მოეგო, ე.ი. საზოგადოებამ აზრი დააფიქსირა.
- რომელ ქვეყანაში ფიქრობთ გამგზავრებას?
- ოოო, ამას წინასწარ არავის ვეტყვით.
- ჟიურიმ ნუკას პირობა დაადებინა, რომ საკუთარ კარიერაზე ზრუნვას გააგრძელებდა და ისიც აღნიშნეს, რომ მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
- ეს ჩემზე კაგად ვინ იცის? მაგრამ, რომ ხედავენ და აღნიშნავენ, უკვე ძალიან სასიამოვნოა და დასტურია ჩემი შეხედულების და კომპეტენტურობის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აისახა, მისი შესაძლებლობები, რომ გაემარჯვა?
- არ ასახეს (იცინის).
- გამარჯვებულ, სალომე ბაკურაძეს როგორ შეაფასებდით?
- კარგი და ნიჭიერი გოგოა და ვულოცავ გამარჯვებას. ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
nata
Uvargisi cxeni saxlshi ar vargoda DA qalaqshi garbodao
22:57 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ekas
Tsamsvleli akamde tsavidoda,amdeni pretenziebit saxeli ROM dakarge ver xvdebi?gza didia.......
19:51 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სალომე ბაკურაძეს ეკუთვნოდა გამარჯვება და ნუ ტლიკინებთ ბევრს,გაიმარვა არა იმიტომ,რომ ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა,არამედ იმიტომ რომ მხოლოდ ის იყო შემდგარი ერთი ერთში,...ნუკა კარგი გოგოა,მარა ვერ ასრულებდა ბევრ როლს შესაბამისად..გიჟი როკერია რაა
18:29 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუკის
ნუკიმ აკი დაგიწერე, რომ შენი ვარსკვლავი არ იკაშკაშებს საქართველოს ცაზე. წადი აქედან, ამ არა ადამიანებისგან დაღუპულ ქვეყანაში, ტალანტი არ ხარობს! გულით გისურვებ წარმატებებს! დღეს საქართველოს შენისთანა ვოკალის მქონე მომღერალი არ ყავს!
13:36 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარუსა
მეც ვთვლი რომ ნუკას უნდა გაემარჯვა. ძალიან ნიჭიერი გოგოა
09:37 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯაბრიკო
სრულიად მიუღებელია საზოგადოებისათვის უზრდელი და ამპარტავანი ხელოვანი, ვინც არ უნდა იყოს, სამწუხაროა, რომ დედა-შვილი არცხვენს ქალბატონ მარიკას, ამ არაჩვეულებრივ შემოქმედსა და თავმდაბალ ადამიანს!
23:00 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ოღონდაცა რაააა
18:11 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიპურცკინა
რა თქმა უნდა რომ ნუკი თავისი ვოკალით ყველას ჯობდა, სამწუხაროა რომ გამარჯვება წყდება ესემესებით, მისი ნიჭი უნდა პროფესიონალებმა შეაფასონ. ვუსურვებ დიდ წარმატებას და თავისი ამ უზარმაზარი ტალანტის სწორედ გამოყენებას.გულდასაწყვეტი არისმ მაგრამ ამას ალბათ რაღაც წინაპირობა ჰქონდა. ნიკა არ გაიტეხო გული, გამოდი მხოლოდ პროფესიონალთა კონკურსებზე და ბევრი იმუშავე. შენ მსოფლიო დონის მომღერალი სეგიძლია იყო!!!!!
13:12 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ქ.ნ ეკა,ნუკა კი ნიჭიერია,მაგრამ გენიოსი არაა,როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. რჩევის სახით გეტყოდით,რომ როგორც ტქვენ გარბოდით საქართველოდან და ისევ აქ ხართ,ასევე გაურკვევლობაში ნუ ამყოფებთ თქვენს შვილს.ისიც ასეა,აქაურობაზე გულაცრუებილი და დაბოღმილი.მასე ვერც აქ ააწყობს და ვერც სხვაგან.
13:11 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ნუკა ლამაზიც არის და მაგარი მომღერალიც, მაგრამ მაგისთვის ერტ სმს -აც არ გავიმეტებდი, იმიტომ რომ საოცრად უზრდელი და ამპარტავანია, ზუსტად ისეთი როგორიც მისი "შეუცვევლი" დედიკო. ცოტა ტონი რომ შეიცვალონ და ადამიანურად იმეტყველონ, დარწმუნებული ვარ სმს-ებში აისახებოდა.
01:47 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS