როცა დავინახე, რომ რეალური შანსი მომეცა, რასაკვირველია, გამარჯვებისთვის განვეწყვე
მედიაპროექტ ''ეტალონში'' წლის გადამწყვეტი, ფინალური თამაშების ბოლო მონაწილის ვინაობა გაირკვა - გორის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გამარჯვებული ზეღდულეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე რობინზონ ნასყიდაშვილი გახდა. სწორედ ის იასპარეზებს ფინალურ თამაშში გორელთა სახელით ''2012-2013 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად.''
როცა ''ეტალონს'' ტელევიზიით უყურებ, გგონია, რომ მარტივია, ყველაფერს გამოიცნობ, არადა, ასე არ არის, თუმცა გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ჩაწერის დაწყებამდე ისე გაგვახალისა, რომ თამაშის მუღამზე მოგვიყვანა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი დაძაბულობა და სტრესი მოგვეხსნა. ასეთ წარმატებას არ ველოდი, მეგონა ფინალში გავიდოდი, მაგრამ გამარჯვების იმედი არ მქონდა. როცა დავინახე, რომ ამის რეალური შანსი მომეცა, რასაკვირველია, გამარჯვებისთვის განვეწყვე'', - ამბობს გადაცემის გამარჯვებული რობინზონ ნასყიდაშვილი.
გორის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით თამაშს მაყურებელი 6 ივლისს 18:00 სთ-ზე ''პირველი არხის'' ეთერით იხილავს.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის