13 იანვარი, 2015
რას ფიქრობს მარიამ როინიშვილი მამის თეატრიდან გაგდებაზე: „გახსოვს, რა მაღალ მატერიებზე გველაპარაკებოდით შენ და თამრიკო“
ნეტავ ვინ არის შემდეგი? მაგასაც მალე ვნახავთ
ცნობილი გახდა,რომ მსახიობ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს. ამის შესახებ გია როინიშვილის ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი. მსახიობი ამბობს, რამდენიმე წელია, სამხატვრო ხელმძღვანელი მას სპექტაკლებში არ აკავებდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე კი აცხადებს, რომ ასე თავად გია როინიშვილის სურვილით ხდებოდა და მსახიობი არაფერში იღებდა ხელფასს რამდენიმე წლის განმავლობაში. 

გია როინიშვილის თუმანიშვილისთეატრიდან გამოვების ამბავს  შვილი- მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„გახსოვს, რა მაღალ მატერიებზე გველაპარაკებოდით შენ
და თამრიკო? ხელოვნება... და მიდიოდა მერე ცაში ფრენა... ასე გჯეროდათ, ასე გწამდათ და იმიტომ! ჰო, დღესაც ასე არ არის? - ხელოვნება, მხოლოდ შურისძიების ხელოვნება, მლიქვნელობის ხელოვნება, არაპროფესიონალიზმის აღზევების ხელოვნება და რაც მთავარია, ამით ცალკეული პატარა ადამიანების ბედნიერების განცდა! და ასე შემდეგ...

მე ვულოცავ ყველას ვინც ამ "ხელოვნების" მეშვეობით დღეს თუნდაც შენზე გაიმარჯვა! ნეტავ ვინ არის შემდეგი? მაგასაც მალე ვნახავთ... აფერუმ!

თანაც 14 ხომ ქართული თეატრის დღეა? ხოდა ამ დიდი "ხელოვნების" "ღირსეულ შემსრულებლებს" რა ბედნიერი დღე უთენდებათ. გილოცავთ!“

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ლიკა
კარგით რა,რომელ მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ.ბულბულის ხმებიც აქვთ,კარგადაც მღერიან, თამაშობს,ერთი ჩვეულებრივი მსახიობია....ერის რჩეული ოჯახია? ინწელიგენტები...მომღერალი და მსახიობი ....არ შეჭამეს ტვინი,ყველა ერისკაცი და სასიქადულოა.
21:47 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ბოლო წლებში პარლამენტარის როლი ჰქონდა და სხვას რას ითამაშებდა ამაზე უკეთესს? რაც შეეხება ხელფასს, რომელი უფრო დამსახურებლად აიღო იმ წლებში მსახიობის თუ პარლამენტარის? ისე, მგონი არცერთი არ შეუსრულებია პროფესიონალურ დონეზე, ამაზე რას ფიქრობს ნეტა მარიამი?
20:43 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი ყოველთვის მაღალი მატერიების მქონე ოჯახია, ოჯახი, რომლის ღირებულებას ვერაფრით ვერავინ ვერ დააკნინებს, ამიტომ ეს ოჯახი ჭორიკანა სოციალური ქსელის მაცდურ ანკესს არ უნდა წამოეგოს.ეს ხალხისთვისაც გულსატკენი იქნება. (ეს ჩემი გულწრფელი აზრია).
15:34 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ვეთანხმები მარიამს--ხელოვნება შურისძიებისგან შორს უნდა იყოს.გია როინიშვილი კარგი,პერსპექტიული,ახალგაზრდა მსახიობია, მისი თეატრიდან განთავისუფლება მართლაც ბადებს ეჭვს,რომ მისი შერჩევა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.თუ თქვენ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებთ წინა ხელისუფლებას.,რომ ხდებოდა ხელოვნების მუშაკების დაუმსახურებლად აღზევება თუ ბლოკირება....და ამას იმეორებთ თქვენც,...მაშინ სხვაობა თქვენსა და მათ შორის არც არსებულა.ვფიქრობ მართლაც უსამართლობაა,და გოგონას აღშფოთებაც გამართლებული. ასე კი ქვეყანა შორს ნამდვილად ვერ წავა :(((((((
15:11 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუკა
მე ვეთანხმები მარიამს,ხელოვნება არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური შეხედულებების მსხვერპლი.გია როინიშვილი ,ახალგაზრდა,კარგი მსახიობია,მისი ასე განთავისუფლება მართლა იწვევს ეჭვს,რომ მისი გარეთ დატოვება პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.გოგონას აღშფოთებაც სამართლიანია---ისინი მეტს გრძნობენ და ხედავენ.თუ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებთ წინა ხელისუფლებას იმის გამო,რომ შერჩევა ხდებოდა ხელოვნების ხალხის---და იმეორებთ თქვენც---მაშინ სხვაობაც აღარ არსებობს.მართლაც უსამართლობაა :((((( ასეკი ქვეყანა შორს ვერ წავა :((
14:45 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მარაიმ, ძალიან მიყვარხართ და პატისვ გცემთ,არ დავუპირსპირდეთ ერთმანეთს ქართველები,უსამართლობა ხდებოდა და ხდება დღესაც,რას ვიზავთ ასეთია ეს ცხოვრება,რაც მთავარია თქვენ ხალხს უყვარხართ!
13:58 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS