ცნობილი გახდა,რომ მსახიობ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს. ამის შესახებ გია როინიშვილის ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი. მსახიობი ამბობს, რამდენიმე წელია, სამხატვრო ხელმძღვანელი მას სპექტაკლებში არ აკავებდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე კი აცხადებს, რომ ასე თავად გია როინიშვილის სურვილით ხდებოდა და მსახიობი არაფერში იღებდა ხელფასს რამდენიმე წლის განმავლობაში.
გია როინიშვილის თუმანიშვილისთეატრიდან გამოვების ამბავს შვილი- მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გახსოვს, რა მაღალ მატერიებზე გველაპარაკებოდით შენ
მე ვულოცავ ყველას ვინც ამ "ხელოვნების" მეშვეობით დღეს თუნდაც შენზე გაიმარჯვა! ნეტავ ვინ არის შემდეგი? მაგასაც მალე ვნახავთ... აფერუმ!
თანაც 14 ხომ ქართული თეატრის დღეა? ხოდა ამ დიდი "ხელოვნების" "ღირსეულ შემსრულებლებს" რა ბედნიერი დღე უთენდებათ. გილოცავთ!“
სალომე დადიანი




















