12 იანვარი, 2015
ნინო გაჩეჩილაძე ''შარლი ებდოს'' სკანდალზე - ''თუ ათეისტი არ ხარ, ფანატიკოსი ხარ?..''
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

''ესე იგი თუ "მე ვარ შარლი"- არ გაიძახი, ტერორისტთა მხარდამჭერი ხარ, თუ "ნაცი" არ ხარ, "ქოცი" ხარ, თუ ათეისტი არ ხარ, ფანატიკოსი ხარ?..

ღმერთო, ეს სიბნელე ვინ დაამკვიდრა საქართველოში, რა უბედურება გვჭირს, რა არის ეს?!...

ასეთ რადიკალიზმში მყოფ ქვეყანაში დემოკრატიის აშენებაზე ზედმეტია ლაპარაკი''..., წერს ნინო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
დავით
დემოკრატია არ არსებობს,ეს სიტყვა გამოყენებულია სუსტი ადამიანების გასაბრიყვებლად.დღეს დემოკრატია აქციეს დიქტქტურის ერთგვარ სახედ და მიმართულია აადამიანების გამოშტერებისა და მათზე ბატონობისკენ. ამ თემაზე ბევრის თქმა შეიძ ლება,მაგრამ!!! ვისაც ტვინი უმუშავებს დაფიქრდეს და თვითონ გამიტანს დასკვნებს.
23:33 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
როცა შენი თავისუფლებით ზღუდავ სხვის თავისუფლებას იქ უკვე ზღვარია და უნდა გაითვალისწინო რომ ამაზე პასუხი მოგეთხოვება. ჩვენ ვართ ხალხი სხვის ომში რომ უკეთ იბრძვის თორემ შარლი ვარ არა კვატი, კუმ ფეხი გამოყოო ისე ჭირთ ქართველ შარლიკოებს, აბა ერთი მსგავსი კარიკატურები მართლმადიდებლობაზე ან პატრიარქზე გაეკეთებინათ, ის ტერაქტი მონაგონი იქნებოდა ცალმხრივად მოაზროვნე პრიმიტივებო
13:40 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
კუნა -პრივიტივიზმი მემგონი თქვენი მიდგომაა ამ სტატუსის მიმართ, სამწუხაროდ ვერ გაიგე რაც ნინომ იგულისხმა და რაგაც უაზრობას ამტკიცებ. ისე სწორი გამონატქვამია, კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო, ეს მართლა ესე
16:41 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
რამო მორანი
რელიგიური არ გახლავართ, მაგრამ დაუშვებლად მიმაჩნია სხვისი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა. ფუნდამენტალიზმი, გეთანხმებით, საშინელებაა და მით უფრო როცა ფუნდამენტალიზმთან გვაქვს საქმე , მეტი გონიერება გვმართებს ჩვენს ქმედებებში. კარიკატურასა და ტერორიზმს შორის ის კავშირია, რომ კარიკატურა იწვევს, მარტივად რომ ვთქვათ, გაღიზიანებას და შედეგად ტერორიზმს. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რამეთუ ნებისმიერი სახის ფუნდამენტალიზმის წყარო გონებრივი სიბნელე, დაბალი ინტელექტია. კარიკატურით რელიგიურ ფანატიზმს ვერ აღმოფხვრი. პირიქით, კოლიზიებს გამოიწვევ. ამის დასტური საფრანგეთის მოვლენებია და ერთი რამ გვახსოვდეს, თუ ჩვენც შარლი გავხდებით და მოვინდომებთ შარლიტანურ მუსიკაზე ცეკვას, საფრანგეთის სცენარი საქართველოშიც გათამაშდება. მერე ჩვენზე იქნება ზედგამოჭრილი ითქვას- წაბაძულობით ვაცი დამაკდაო. თუმცა დღეს ბევრი ქართველი ვაცის ოცნებაა დასავლურად დამაკება.
14:37 / 17-01-2015

13:01 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თაზო
კუნა-- პრიმიტივიზმს მემგონი შენ უფრო ამჟღავნებ, ნინოს სტატუსის აზრი რომ ვერ გაიგე და ამით შენ ტერორისტების გამართლება რომ დაინახე. ტყუილად არ არის ნათქვამი, კარგ მთქმელს, კარგი გამგები უნდაო, ნუ, რას ვიზავთ.
01:06 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
საღი აზროვნების ადამიანი ხარ ნინო!მეამაყება რომ კიდევ შემორჩა საქართველოს საღად მოაზროვნეები! და კიდევ ერთი - არც მე ვარ შარლი!
00:52 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ეეჰ, ჩემი რძალი იყო როგორ მინდა ნინო.ლამაზიც ხარ და ჭკვიანიც.
00:51 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
პრივიტივიზმი ის არის რომ თქვა შარლი ვარო, იმიტომ რომ თუ ამბობ რომ შარლი ხარ ე.ი. შენც იზიარებ იმ კარიკატურების შინაარს. ტერორიზმს არავინ არ ამართლებს მაგრამ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვათ რელიგიური გრძნობების შეურაწყოფა. რთულია ამის გაგება?
19:30 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინო, მართლა მაგარი გოგო ყოფილხარ.. არ გავხარ, ზოგიერთს, სხვას ჩლუნგს რომ ეძახის და თვითონ უბოროტესი ,,ჭკვიანი,, რომააა. .
12:52 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS