12 იანვარი, 2015
არჩილ გელოვანმა და მისმა ვარსკვლავმა ცოლმა შვილი საქართველოში მონათლეს
ის წყვილის პირველი საერთო შვილია რუსეთში ცნობილი მსახიობი, 26 წლის ოქსანა აკინშინა რა ხანია, ქართველების რძალია - მისი ქმარი კინოპროდიუსერი არჩილ გელოვანია. წინასაახალწლოდ გელოვანის ოჯახი საქართველოში იმყოფებოდა - პატარა კონსტანტინე მონათლეს.

ბიჭი მალე გახდება ორი წლის. ის წყვილის პირველი საერთო შვილია - მანამდე ორივე იყო დაქორწინებული და შვილებიც ჰყავდათ.

''საოცარი ადგილია, მშვენიერი დღე... ეს ჩვენ ვართ. არჩილ გელოვანი და კონსტანტინე გელოვანი'', - წერდა ოქსანა სოციალურ ქსელში, სადაც ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნა. პატარა კონსტანტინე ჩოხაშია გამოწყობილი და ნათლობის
პროცესით ძალიან კმაყოფილი ჩანს.

ოქსანამ და არჩილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს და რომანიც მალე გააჩაღეს. ხოლო მას მერე, რაც გაირკვა, რომ ოქსანა ორსულად იყო, მათი სიყვარულის შესახებ ოფი-ციალურადაც გაცხადდა.

ოქსანას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს პირველი ქმრისგან - მსახიობ დმიტრი ლიტვინოვისგან. რაც შეეხება არჩილ გელოვანს, მასაც პირველ ცოლთან პატარა ვაჟი ჰყავს.

Rating

Rating

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
უუუუუუუუუუუუუუ
დიდი პატივია საქართველოსთვის.ოოოოოოოოოოოოოო
10:00 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვულოცავ კონსტანტინეს გაქრისტიანებას!!!! ძალიან მიხარია, რომ ქართველებს ესეთი ლამაზი, ნიჭიერი და კეთილშობილი რძლები გვყავს ოქსანა აკინშინას და ნადя მიხალკოვას სახით.
17:10 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
დედააააააააააააააა რა საყვარელიააააა!!!!!!!!!!!!!!! ღმერთმა გაგიზარდოთ დიდი ვაჟკცი!
17:31 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აშკარად მამას გავს
13:20 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS