09 იანვარი, 2015
ყაზბეგში ჩარჩენილი კრისტი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ცეცხლოვან და სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს
ზოგიერთ მეგობარს მისი შურს და კომენტარეში წერს დიდთოვლობის გამო ათეულობით ტურისტი ყაზბეგშია ჩარჩენილი. მათ შორის არის ''კომედი შოუს'' მსახიობი მიშა ანდღულაძე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ მაღაზიებში მხოლოდ სარეცხის ფხვნილი იყო დარჩენილი.

ყაზბეგშია და თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც სოციალურ ქსელში სასტუმროს საძინებელში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

ზოგიერთ მეგობარს მისი შურს და კომენტარეში წერს, რომ ისიც დიდი სიამოვნებით ჩარჩებოდა ყაზბეგში და კარგად
დაისვენებდა. ზოგიც კრისტის ფსიქოლოგის გაგზავნას სთავაზობს.

საწოლში გადაღებული ფოტოების მიხედვით ვერ მიხვდებით, ვისთან ერთად ისვენებს ყაზბეგში ჩარჩენილი მოდელი. მაგრამ როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, კრისტი ნებისმიერ გარემოში იდეალუად გამოიყურება.

ყაზბეგის სასტუმროში გადაღებულ კრისტის ცეცხლოვან და სექსუალურ ფოტოებს ვინც ნახავს, გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩება და მის მეგობრებს აუცილებლად დაეთანხმება კრისტის შეფასებაში.

Rating

Rating

Rating

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
123-ს
გეთანხმები, რომ სილამაზე და დიდება წარმავალია, მაგრამ აქ ვერც ერთს ვერ ვხედავ! ერთი მდაბიო ადამიანის უხამსი ფოტოების გარდა. ბარემ საპირფარეშოში რამდენჯერ შევლენ, ისიც გადაიღონ!
17:29 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
სახეზე არაფერი გოგოა
17:13 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
123
რაღაც ალბათ ვერ აღვწერე თანმიმდევრულად.არც შემოუხედია იმ დროს როდესაც ჩემს მომსახურე ადამიანს ჩემზე მიუთითებდა.უტაქტო ჟესტია მინიმუმ.როდესაც სხვა მომსახურების მისაღებად გადავინაცვლე იქ უტიფრად დამიწყო თვალიერება.სხვათაშორის მხოლოდ მე არ მათვალიერებდა ასე.ნუ აქ ვერც აღვწერ მეუხერხულება ასე დაწვრილმანება.მაგრამ დამიჯერე მთლიანად დაწესებულებაში კლიენტებიც და თანამშრომლებიც უხერხულ სიტუაციაში ვიყავით.ჩემთვის სულერთია ვის სჯერა და ვის არა.მე გამიჩნდა ჩემი დამოკიდებულება,რომ ამ გოგოს ზრდილობასთან და კულტურასთან იმ დღეს პრობლემა ჰქონდა ნამდვილად.და იმედია მხოლოდ იმ დღეს.თუმცა თანამშრომლები ყვებოდნენ მსგავს ისტორიებს,რომელიც მართალი გითხრათ აღარ მაინტერესებდა ამიტომ არც მომისმენია.მე გავიხსენე თვეების წინ ჩემი მასთან შეხვედრის ერთი დღე,რაც არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდა.აქ რატომ დავწერე? ამაზე არსად მომიყოლია,არც ჩავთვალე საჭიროდ.აქ კონფიდენციალურია ამიტომ გავიხსენე,რომ გარეგნობა ხშირად მატყუარაა..:)მეტი არაფერი..
16:08 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
123 ვპასუხობ
თავიდან წერ, რომ "არც კი შემოუხედიაო" მერე " უტიფრად მათვალიერებდაო" თუ არც კი გიყურებდა როგორღა დაგათვალიერა, მერე როგორ იგრძენი რომ შეშურდა შენი? მერე შენ თუ მასზე მაღალი ფასეულობის პიროვნება ხარ აქ რატომ წერ ამ ყველაფერს? მოგონილ ჭორს გავს და სირცხვილია. კარგი დავუშვათ მოხდა ეს ფაქტი და გვიყვები (გვაგებინებ) შენ რა გეცვა, მასზე ახალგაზრდა ხარ, ლამაზი ხარ... გკითხეთ? (აი მანდ დაიწვი, მანამდე დავიჯერე) მარაზმია ხალხნო შური და აგრესია. ჩაკალით თქვენში გიყვარდეთ ერთმანეთი
15:31 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
123
არის ადგილი სადაც ესეც დადის,ნუ ისე ზემოდან იყურება და ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე,იქაც ისე იქცევა გეგონება მასთან ვართ ყველა სახლში.მე მემსახურებოდნენ როცა ჩამიარა და ცხვირაპრეხილმა და თითით აჩვენა ჩემზე თან არც შემოუხედია წესიერად ისე უთხრა რომ ჩემს შემდეგ ის მიეღოთ.ეს თანამშრომელი გაშრა და მე მიყურებს და ბოდიშს მიხდის მის გამო.ისეთი მდაბიო საქციელი იყო მისგან ნუ სახტად დავრჩით.ჯერ უტიფრად მათვალიერებდა,მიუხედავად იმისა რომ მასზე უკეთ მეცვა იმ მომენტში და მასზე კარგად გამოვიყურებოდი,ნუ მასზე ბევრად ახალგაზრდა ვარ.არვიცი დაიბოღმა თუ რა დავუშავე ვერ მივხვდი.ნუ ძალიან მეგოიმა მისი საქციელი და ეს თანამშრომელიც ბოდიშებს მიხდიდა და როგორც მივხვდი ასეთი მობოდიშება ხშირად უწევთ მისი უხეშობის გამო.მე მას არანაირ პატივს არ ვცემ,მე არაფერი დამკლებია ეს მისი პრობლემაა:)ასე რომ სილამაზე და დიდება წარმავალია,ადამიანებს სხვა ფასეულობებით,ზრდილობით,კულტურით და ა.შ.უნდა დაამახსოვრდე და არამარტო ჟურნალის ყდაზე გამოსახვით.
15:10 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ი.ბ.სტალინი
ცეზურა უნდა აღდგეს!
15:02 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS