07 იანვარი, 2015
მარინა მიზანდარის შემდეგ საზოგადოება შოკში ჩაცმულობით ეკა ბესელიამ ჩააგდო
აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა შობის დღესასწაულზე, ალილოს მონაწილეებთან შესახვედრად გასულ ეკა ბესელიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ''ფეისბუქზე'' საშობაო მილოცვების პარლამენტარის ფოტოების გაზიარება მოსდევს რეიტინგით და სავარაუდოდ დღის ბოლოს გაუსწრებს კიდეც.

მსგავს აჟიოტაჟს მხოლოდ ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილის მარინა მიზანდარის ჩაცმულობა იწვევდა ხოლმე. უცნაურად ჩაცმულთა რიცხვს ერთი პერიოდი ნანუკა ჟორჯოლიანიც შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით.

ეკა ბესელიას ბევრი ფიფქიას ადარებს. ზოგი კი გაოცებული კითხულობს, რა
გიკვირთ, ასეთია ტრადიცია, შობას თეთრებში გამოწყობილი უნდა შეხვდეო. თამარ ჩერგოლეიშვილი კი წერს, რომ პარლამენტარი შეგნებულად მოიქცა ასე. ბესელიას ჩექმით ტურიზმის ჩავარდნა გადაფარეს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობო.

აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა. თავად ეკა მსგავს ხუმრობებს და შენიშვნებს, აქამდე ხუმრობით ხვდებოდა და ''ქერის უბანში'' მის მულტიპლიკაციურ გმირზეც პარლამენტის სხდომაზე ბევრჯერ იხუმრა.

სავარაუდოდ ბესელიას ამჯერადაც მოუწევს ხუმრობით მაინც იმის ახსნა, თუ რატომ შეაჩერა შობას არჩევანი თეთრი ფერის ჩექმასა და ქურთუკზე.

ბესელიას ჩაცმულობაზე იხუმრა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ:

თუმცა თოვლი არ მოვიდა,
ვერც მთავრობამ შექმნა,
მაგრამ მაინც გადაგვპენტა
ბესელიას ჩექმამ.

Rating

Rating

Rating


იხილეთ ასევე


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ტატ
რა იყო მერე თეთრები თუ აცვია ამაში ცუდი რა ნახეთ ხალხნო, ნუთუ მართლა ასეთი დაუნები ხარტ რომ გაგიკვირდათ ბესელიას თეთრის ფერის ქურთუკი და ჩექმები ეცვა,გმერთო შენ უშველე ამ ხალხს.
09:17 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე პირადად ეკა ბესელია თავისი ინგლისურის შემდეგ ვერაფრით ვერ გამაკვირვებს.
09:13 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
იიიი
ცალი ჩEქმის ყელი მოკლე აქვს ხადურს ციკანი ეგონა და მოაჭAმა
05:53 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მეტი საქმე არ აქვს ამ ხალხს??
დიდად გულზე არ მეხატება ბესელია, მაგრამ მისი დამცირება ჩაცმულობის მანერით არასოდეს არ მომივიდოდა თავში! საქმეზე ვილაპარაკოთ, ხალხო, და არა რაღაც სისულელეებზე!
03:57 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
რეიტინგი, მაგრად გაკლიათ,
03:13 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
ჩერგოლეიშვილმა თავის ჩაცმულობას, საქციელს და გამონათქვამებს მიხედოს ურჩევია.
02:07 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია ფირცხალავა
საქმე გააკეთონ. ქვეყანა აამუშონ, ეკონომიკა ააღორძინონ, უმუშევართა რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ, ხელფასები მოუმატონ, ხალხი სამსახურებიდან ქუჩაში არ გაყარონ, იმუშონ ხალხისა და ქვეყნისთვის და თუნდაც ,,კუპალნიკებით" გამოსულან სულაც არ მაინტერესებს
02:00 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
მოცლილები ხართ რაა.შობას არ შეიძლება თეთრების ჩაცმა?Iყველამ თქვენს ჩაცმულობას მიხედეთ. ბოღმებო
01:44 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კეკე
პირველობა რომ უნდათ ცოტა გემოვნებაც დახვეწონ(ყველანაირ ასპექტში)!!!!! მოინდომა ფერიობა ქალმა......
00:49 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
საქმე შემოგელიათ ეტყობა- რა მოხდა თეთრი ჩექმა არ გინახავთ?
00:40 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS