07 იანვარი, 2015
მარინა მიზანდარის შემდეგ საზოგადოება შოკში ჩაცმულობით ეკა ბესელიამ ჩააგდო
აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა შობის დღესასწაულზე, ალილოს მონაწილეებთან შესახვედრად გასულ ეკა ბესელიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ''ფეისბუქზე'' საშობაო მილოცვების პარლამენტარის ფოტოების გაზიარება მოსდევს რეიტინგით და სავარაუდოდ დღის ბოლოს გაუსწრებს კიდეც.

მსგავს აჟიოტაჟს მხოლოდ ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილის მარინა მიზანდარის ჩაცმულობა იწვევდა ხოლმე. უცნაურად ჩაცმულთა რიცხვს ერთი პერიოდი ნანუკა ჟორჯოლიანიც შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით.

ეკა ბესელიას ბევრი ფიფქიას ადარებს. ზოგი კი გაოცებული კითხულობს, რა
გიკვირთ, ასეთია ტრადიცია, შობას თეთრებში გამოწყობილი უნდა შეხვდეო. თამარ ჩერგოლეიშვილი კი წერს, რომ პარლამენტარი შეგნებულად მოიქცა ასე. ბესელიას ჩექმით ტურიზმის ჩავარდნა გადაფარეს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობო.

აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა. თავად ეკა მსგავს ხუმრობებს და შენიშვნებს, აქამდე ხუმრობით ხვდებოდა და ''ქერის უბანში'' მის მულტიპლიკაციურ გმირზეც პარლამენტის სხდომაზე ბევრჯერ იხუმრა.

სავარაუდოდ ბესელიას ამჯერადაც მოუწევს ხუმრობით მაინც იმის ახსნა, თუ რატომ შეაჩერა შობას არჩევანი თეთრი ფერის ჩექმასა და ქურთუკზე.

ბესელიას ჩაცმულობაზე იხუმრა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ:

თუმცა თოვლი არ მოვიდა,
ვერც მთავრობამ შექმნა,
მაგრამ მაინც გადაგვპენტა
ბესელიას ჩექმამ.

Rating

Rating

Rating


იხილეთ ასევე


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
:D
მოსიარულე კატასტოფა XDDDDD
19:46 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
რა აცვია ესეთი გასაოცარიი? რასაც უნდა იმას ჩაიცვამს. მე ესე მესმის
17:17 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მასხარათა რესპუპლიკა
ბესელია არ მიყვარს და შეიძლება ძალიან უგემოვნებოცაა მაგრამ შოკში ჩასაგდები რა იყო აქ ვერ გავიგე, ხალხზე რომ იფიქროთ ნაცებმა და ქოცებმაც და ჭორაობას და მახათის გაყრას დაანებოთ თავი არა?
16:23 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
რა გიკვირთ ხალნოოოოოოოოოოოოოოოო...რამ გაგაოცათ??? სხვა საქმე არაფერი გაქვთ??
15:57 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ვერ გავიგე აჟიოტაჟის მიზეზად რა იქცა? მერე რა, რომ თეთრი ჩექმა ეცვა? დიდტ.... სანდრას ვარდისფერი შარვალი ბუშთან შეხვედრაზე არავის ახსოვს?
13:37 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ხალხო,რა მოხდა ისეთი ამხელა ამბავი რომ ატეხეთ,ბოლო-ბოლო ეცვა შიშველი ხომ არ იყო? და თან ცუდად სულაც არ გამოიყურებოდა.კიდევ ერთიც ჩვენს დეპრესიას და უსაქმურობას სხვებს ნუ ვაბრალებთ,სხვების ღიმილზე ნუ ვიბოღმებით.გავიღიმოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს,განა ეს კრიტიკაზე ადვილი არ არის?
13:08 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რატომ მშვენიერი თოვლის ბებიაა!!!!
11:58 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარა
ალილოზე იყო, დეფილეზე ხომა არა. ამ მსვლელობის არსი შესაწირის შეგროვება და შობის სიხარულის გაზიარებაა. ამიტომაც იღიმება ყველა. კომენტატორებო, თქვენ ვის დაეხმარეთ, საინტერესოა ?
11:14 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
XXX
@ტატ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ისე ორმ იცოდეთ სიტყვა "დაუნი"-ს ზოგადად გამოყენება და მითუმეტეს ასეთ კონტექსტში - შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შეურაცხყოფაა და არ შეიძლება !!!
10:45 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
სამარცხვინოები ისეთი გაბადრული სახეები აქვთ ბედნიერებისგან თითქოს ხალხიც ისეთი ბედნიერები ვიყოთ როგორც თვითონ არიან. სირცხვილი თქვენს ღიმილს და ტალახი ბესელიას თეთრ სამოსს
09:19 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS