07 იანვარი, 2015
მარინა მიზანდარის შემდეგ საზოგადოება შოკში ჩაცმულობით ეკა ბესელიამ ჩააგდო
აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა შობის დღესასწაულზე, ალილოს მონაწილეებთან შესახვედრად გასულ ეკა ბესელიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ''ფეისბუქზე'' საშობაო მილოცვების პარლამენტარის ფოტოების გაზიარება მოსდევს რეიტინგით და სავარაუდოდ დღის ბოლოს გაუსწრებს კიდეც.

მსგავს აჟიოტაჟს მხოლოდ ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილის მარინა მიზანდარის ჩაცმულობა იწვევდა ხოლმე. უცნაურად ჩაცმულთა რიცხვს ერთი პერიოდი ნანუკა ჟორჯოლიანიც შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით.

ეკა ბესელიას ბევრი ფიფქიას ადარებს. ზოგი კი გაოცებული კითხულობს, რა
გიკვირთ, ასეთია ტრადიცია, შობას თეთრებში გამოწყობილი უნდა შეხვდეო. თამარ ჩერგოლეიშვილი კი წერს, რომ პარლამენტარი შეგნებულად მოიქცა ასე. ბესელიას ჩექმით ტურიზმის ჩავარდნა გადაფარეს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობო.

აშკარაა, ეკა ბესელიას ინგლისურის შემდეგ ახლა მისი ჩაცმულობა გახდება გასართობი გადაცემების მთავარი თემა. თავად ეკა მსგავს ხუმრობებს და შენიშვნებს, აქამდე ხუმრობით ხვდებოდა და ''ქერის უბანში'' მის მულტიპლიკაციურ გმირზეც პარლამენტის სხდომაზე ბევრჯერ იხუმრა.

სავარაუდოდ ბესელიას ამჯერადაც მოუწევს ხუმრობით მაინც იმის ახსნა, თუ რატომ შეაჩერა შობას არჩევანი თეთრი ფერის ჩექმასა და ქურთუკზე.

ბესელიას ჩაცმულობაზე იხუმრა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ:

თუმცა თოვლი არ მოვიდა,
ვერც მთავრობამ შექმნა,
მაგრამ მაინც გადაგვპენტა
ბესელიას ჩექმამ.

Rating

Rating

Rating


იხილეთ ასევე


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
ნუცა
ალილოზე რასაც უნდა იმას ჩაიცმევს.პარლამენტის სხდომაზე ხომ არ იყო პროდიუსერს ჩაეცმია.
01:30 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
"იქედნეთა ნაშობნო,როგორ ილაპარაკებთ კეთილს,როცა ბოროტები ხართ.რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს ენა. კეთილ კაცს კეთილი გამოაქვს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან,ხოლო ბოროტს ბოროტი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან".
01:16 / 15-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ვაიმე ტან რა ტვიტკმაყოფილი სიფათი აქვს! სნეგურაჩკა!!!! ოიჰ....
01:49 / 14-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუს
ნანუ, შენც მისნაირი სოფელო ხიხო ხარ და იმიტომაც ვერ ხვდები, რა აცვია მაგ გოიმს
01:17 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
me
sxva rame ver sheamchnies am jurnalistebma rgorc yoveltvis bnelebi da shueianebi
22:42 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბიძინა სავანელი
პარიზში მომხდარი ტრაგედია უდაოდ შემაშფოთებელია! მაგრამ საჭიროა კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი არა შედეგებს, არამედ მიზეზებს ებრძოლოს. ისლამური ფუნდამენტალიზმის უპრეცედენტო გააქტიურების არსობრივი მიზეზი და საწყისი 1966 წელთან - ისრაელის მიერ არაბული ტერიტორიების ნაწილის მიტაცებასთან - არის დაკავშირებული! სად არის გამოსავალი?! გამოსავალი ჯერ კიდევ 1997 წელს სამეცნიერო კონფერენციაზე ფინეთიდან, კერძოდ ქ. ტურკუდან, გავავრცელე: "ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელმა შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს, პალესტინა იუნესკოსა და გაეროს გენასაბლეის მიერ ნეიტრალურ პოლიტიკურ და კულტურულ ზონად გამოცხადდეს და იქ გაეროს სამშვიდობო ძალები განთავსდეს. სხვაგვარად ტერორისტულ აქტებს ბოლო არ ექნება, და რაც მესამე მსოფლიო ომამდე კაცობრიობას უცილობლად მიიყვანს. მე არ ვარ იუდეველი ან მუსულმანი, არამედ ქრისტიანი ვარ! ქრისტე ჯვარზე შინაური მტერის წაქეზებით რომაელებმა აცვეს.
21:38 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ამ უსაქმურმა ხალხმა რაზე იპიქროს აგარ იცის
20:49 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Ikneb biujetma sarke ukidos,madlia.
20:40 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
ვიტომ რა აცვია ისეტი?რა ყველაფერი ჰვეულებრივი და არაფერი გასაკვირიიიი
18:07 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nia
როცა ქვეყნის სახეს წარმოადგენ, ფულიც გაქვს და თანამდებობაც, გემოვნება თუ არ გაგაჩნია, მაშინ ვინმეს მაინც გადაუხადოს ფული, რომელიც იზრუნებს მის ჩაცმულობაზე. . . რა შუაშია აქ დაცინვა? ეგ რომ ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს, არც მოექცეოდა ყურადღების ცენტრში. ნინო ბურჯანაძეც იყო თანამდებობაზე, მაგრამ ყოველთვის დახვეწილად ეცვა. არავინ იბოღმება, მაგრამ მეტი მოეთხოვება. . .
01:06 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS