06 იანვარი, 2015
მერი გვასალიას ჩაშლილი ნომერი ''ნიჭიერში'' - ''მანქანა კვამლში არ უნდა გახვეულიყო...''
წესით მანაქანას სამ საბურავზე უნდა ეტრიალა ''ნიჭიერის'' ნახევარფინალში მერი გვასალიას ნომერი ყველას გასაკვირად ვერ შედგა. მერი საქართველოში პირველი ლიცენზირებული ავტომრბოლებულია წრიულ რბოლაში. საკუთარი მანქანა არასდროს ჰყოლია. ''ნიჭიერის'' ნახევარფინალშიც მანქანა მეგობარმა ათხოვა. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. ჟიურის წევრმა ია ფარულავამ ეჭვი გამოთქვა, რომ მერის ან გაუჩალიჩეს, ან თვალი ეცა და ნომერი იმიტომ ჩავარდა. თავად მერი არ გამორიცხავს, რომ მანქანა ნომრის შესრულების წინ მწყობრიდან გამოიყვანეს.

- მერი, რა მოხდა ''ნიჭიერში'', რატომ ვერ შეასრულე
ნომერი?
- სიმართლე რომ გითხრათ, რეალურად მეც არ ვიცი, რა მოხდა. ნამდვილად არ ველოდი მანქანის გაფუჭებას. ყველანაირად გატესტილი და შემოწმებული მყავდა ამ ნომრისთვის. მანქანა რომ თხუთმეტ-ოც წუთში გაფუჭდეს, ცოტა არარეალურია. ვაპირებ, მანქანა ხელოსანთან მივიყვანო და გავარკვიო, რა დაემართა.
- რის გაკეთებას გეგმავდი?
- წესით მანაქანას სამ საბურავზე უნდა ეტრიალა და მე საბურავი უნდა მომეხსნა და ახალი დამემაგრებინა. საკმაოდ ეფექტური ნომერი იქნებოდა, რომელიც მსოფლიოში არც ერთ ქალს არ გაუკეთებია.
- მსგავსი რამ მანამდე გაგიკეთებია უპრობემოდ?
- რა თქმა უნდა და ამის უამრავი ვიდეომასალაც არსებობს. ''ნიჭიერის'' გენერალურ რეპეტიციაზეც ყველაფერი უპრობლემოდ გავაკეთე.
- ია ფარულავამ თქვა, ვიღაცამ გაუჩალიჩაო.
- შესაძლებელია, მართლა ასე მოხდა და მაქსიმალურად ვეცდები, ყველაფერში გავერკვიო. გულშემატკივარი უამრავ კითხვას მისვამს და ყველას მალე ვუპასუხებ, ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ, ჯერ ზუსტად მეც არ ვიცი, რა მოხდა. მანქანები კარგად მესმის და ვიცი, მანქანა კვამლში არ უნდა გახვეულიყო. მგონი, სახეზეც მეტყობოდა, რომ შოკირებული ვიყავი, როდესაც მანქანა გაჩერდა. სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს ეს ნომერი უპრობლემოდ გაკეთებული. ამ ყველაფრის ამსახველ ვიდოებს აუცილებლად ავტვირთავ სოციალურ ქსელში.
- მსგავს პროექტში მონაწილეობას კიდევ გეგმავ?
- თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები. ამ შემთხვევის მერე ფარ-ხმალს არ ვყრი. რაც მოხდა, მოხდა.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მაია
ძალიან მომწონს ეს გოგო და წარმატებებს ვუსურვებ .
12:15 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
sakvirvelia pirdapir
იმ ხალხის გასაგაონად ვისაც ყველგან ბოღმა და შური ელანდება. მოიშორეთ კომპლექსები და თუ რამე არ გამოგივა ადამიანს სხვას არ უნდა დააბრალო და არც ის არ უნდა იძახო გამიჩალიჩესო. ისე ცნობისთვის სრულიად მწყობრში მყოფი მაქანა შეიძლება ერთ წამში გაფუჭდეს. და მაგ მანქანა როდესაც დაქოქა მაშინვე ჩანდა, რომ ვერ იყო წესრიგში და თუ რამე დაემართა ისევ მისი ბრალია და არა ის რომ ვინმე დამნაშავე ეძებოს.
12:07 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამ მიჩიტაშვილი
ასე რამ დაგბოღმათ ხალხო? რა გიხარიათ? სხვისი მარცხით ბედნიერებას როგორ შეიგრძნობთ? მერი შვილო ამ ქვეყნად ყველაზე მამაცო გოგო სულითგმირო გილოცავ შობას დედიკო "ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანიო" ჩვენზე ბრძენმა კაცმა თქვა ეს!!!!!!
10:48 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მგელო
მერიიიი მანქანებს ტავი დაანებე და ცხოვრებით დატკბი ასეთი ლამაზი გოგო ხარ მე მაგალითად სიამოვნებით გასწავლი უფრო უკეთესად როგორ იკაიფო
22:37 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
. . . . .
მანქანას რომ შევხედე როგრ ბოლავდა მაშინვე მივხვდი რაღაც უჭირდა ძრავს. ახლა ამბობს ვიღაცამ გამიჩალიჩაო და უნდა გავარკვიოო კაი რა . . . . ან რა იყო იმაში რასაც ამბობს უნდა გამეკეთებიაო გასაკვირი ნამდვილად ვერ ვხვდები (10 წელია მანქანა მყავს და ასაკმაო შემთხევევბი გასდამხდებნია). შეეშვით სისულეებს არ გამოგივიდა რამე გაჩერდი. გამიცალიცა ვირაცამო რომ ამბობს მე რომ იმ ნამქანის პატრონი ვიყო ძაან არ მესიამოვნებოდა ასეთი უპასუხისმგებლო საუბარი.
18:47 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS