- მერი, რა მოხდა ''ნიჭიერში'', რატომ ვერ შეასრულე
- სიმართლე რომ გითხრათ, რეალურად მეც არ ვიცი, რა მოხდა. ნამდვილად არ ველოდი მანქანის გაფუჭებას. ყველანაირად გატესტილი და შემოწმებული მყავდა ამ ნომრისთვის. მანქანა რომ თხუთმეტ-ოც წუთში გაფუჭდეს, ცოტა არარეალურია. ვაპირებ, მანქანა ხელოსანთან მივიყვანო და გავარკვიო, რა დაემართა.
- რის გაკეთებას გეგმავდი?
- წესით მანაქანას სამ საბურავზე უნდა ეტრიალა და მე საბურავი უნდა მომეხსნა და ახალი დამემაგრებინა. საკმაოდ ეფექტური ნომერი იქნებოდა, რომელიც მსოფლიოში არც ერთ ქალს არ გაუკეთებია.
- მსგავსი რამ მანამდე გაგიკეთებია უპრობემოდ?
- რა თქმა უნდა და ამის უამრავი ვიდეომასალაც არსებობს. ''ნიჭიერის'' გენერალურ რეპეტიციაზეც ყველაფერი უპრობლემოდ გავაკეთე.
- ია ფარულავამ თქვა, ვიღაცამ გაუჩალიჩაო.
- შესაძლებელია, მართლა ასე მოხდა და მაქსიმალურად ვეცდები, ყველაფერში გავერკვიო. გულშემატკივარი უამრავ კითხვას მისვამს და ყველას მალე ვუპასუხებ, ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ, ჯერ ზუსტად მეც არ ვიცი, რა მოხდა. მანქანები კარგად მესმის და ვიცი, მანქანა კვამლში არ უნდა გახვეულიყო. მგონი, სახეზეც მეტყობოდა, რომ შოკირებული ვიყავი, როდესაც მანქანა გაჩერდა. სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს ეს ნომერი უპრობლემოდ გაკეთებული. ამ ყველაფრის ამსახველ ვიდოებს აუცილებლად ავტვირთავ სოციალურ ქსელში.
- მსგავს პროექტში მონაწილეობას კიდევ გეგმავ?
- თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები. ამ შემთხვევის მერე ფარ-ხმალს არ ვყრი. რაც მოხდა, მოხდა.
მერი კობიაშვილი




















