02 იანვარი, 2015
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური საახალწლო სელფი და მისი ცოლის ემოციური პოსტი
ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია, საყოველთაო და ოჯახური. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს დღეები ან მათი გარკვეული ნაწილი მაინც ოჯახთან ერთად გაატაროს. ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა ახალი წლის დღეებში რამდენიმე ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და საახალწლო პოსტებიც არ დაიშურა თავისი მეგობრებისთვის.
რამდენიმეს გთავაზობთ:
"ირაკლისთან და ბავშვებთან ერთად ერეკლეს ქუჩაზე და რიყეზე გავისეირნე. წინასაახალწლო განწყობა უკვე სუფევს. ერეკლეს ქუჩაზე ნაძვის ხეების გამოფენაა, რიყეზე კი უსაყვარლესი თოვლის ბაბუა, პონები და ბევრი გასართობი ბავშვებისთვის. მეც მათ
რიცხვში ვარ, ვისაც ახალი წელი ბავშვივით უხარია. მინდა, რომ სიხარული და სიკეთე ყველა ოჯახის თანამგზავრი
იყოს. დამდეგს გილოცავთ!"

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია ცინცაძე
კარგი ოჯახია,მიყვარს მოსიყვარულე ადამიანები...მეც მათ რიცხვში ვარ...
18:39 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS