02 ივლისი, 2013
ნინი ბადურაშვილი ირაკლი კუტალაძეს პასუხობს
ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.
ბოლო დროს, სკანდალურად ცნობილი ამბის გარშემო საუბარი არ სრულდება. ნინი ბადურაშვილის ქმრის ინტერვიუმ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ირაკლი კუტალაძის ბრალდებებს უამრავი მოწინააღმდეგე და მომხრე გამოუჩნდა.

ნინის მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, მოსკოვიდან მეუღლემ საკმაოდ მძიმედ შეაფასა მათი თანაცხოვრების პერიოდი.
ირაკლი ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი
ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.

„ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე  და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.

ორდღიანი დუმილის შემდეგ ნინიმ ჯერ კიდევ მეუღლეს „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან იოსებ ნონეშვილის სიტყვებით უპასუხა.

„ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!“
Rating
„ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ და ცოდოა ის ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად“ - გამოეხმაურა მომღერლის სტატუსს სალომე გოგიაშვილი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

იხილეთ ასევე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 201 /
ეკა
ნინ დარწმუნებული ხარ რო მისი შვილია?
16:19 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
გენაცვალე ნიინ,არაკაცთან ცხოვრებას ასე ჯობდა.ძალიან მიყვარხარ,გული არ გაიტეხო ცხოვრება წინ გაქვს.ზა4ვ
15:15 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ირაკლი "პატარა"ადამიანი აღმოჩნდა.როცა უყვართ,შურისძიებაზე არ ფიქრობენ.ასე მხოლოდ შეუგნებელი ადამიანი იქცევა.
15:14 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატელა
კარგო და ლამაზო ნინიკო, ცხოვრებშსი ბევრი რამე ხდება, ყველაფერს ისე შეხვდი, როგორც გეკადრება, საგანგაშო არაფერია. ისეთი კარგი ოჯახის შვილი და შვილისვილი ხარ, ასეთმა განსაცდელმა არ უნდა შეგაწუხოს. ულამაზესი გოგონა ხარ, ბედი აუცილებლად გამოგიჩნდება, მიღწევებიც გექნება,განსაცდელიც შეგხვდება, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ქალი განსაცდელის გარეშე არ ცხოვრობს, მაგრამ ქალი ძლიერია. მჯერა ძალიან ბედნიერი იქნები
15:06 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გოგოს რომ ტვინი არ გექნება თავში მეტის ღირსი ხარ :))) ამ საზიზღარ ბიჭს, რომ აირჩევ საქმროდ და მერე ასეთ რაღაცეებს გაკადრებს არ უნდა გაგიკვირდეს.ამ კაცსაც ტვინი რომ არ აქვს თავში და დებილია ეტყობა კომენტარზე. ამ საშინელი და მახინჯი არსებიგან შვილის გაჩენა რატომ უნდა გინდოდეს ქალს?! მართლა რომ არ ყვარებოდა ნინის ამაზე უკეთეს კაცს ვერ იპოვიდა შვილის გასაჩენად ნეტა?!
14:43 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არც თავიდანვე უნდა გაყოლოდიი, სად შენ და სად ეგა, შენი თავი ვერ შეგიფასებია,რაც შეეხება პიარს რა საპიარო ეგ იყო რესტორნის მეპატრონეობა?
14:42 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხო რეებს წერთ არ გადამრიოთ სულ დაკარგეთ სინდისიი ტქვენ თავს მაინც ეცით პატივი გმერთის გეშინოდეთ,რას ერჩით ნინის ან ვინმეს
14:41 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სორი
ბავსვისთვის მამას თუ ეძებდი სეე ქალო რაღა (კუტალაძე )ნახე :)))))))))რას ერჩოდი ბავშვს რატო დაასვი მთელი ცხოვრება დაღი
14:39 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნეტა სხვა საქმე არა გაქვტ ხალხო?
14:03 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნამდვილად არ ღირს ნინი ბადურაშვილის ოჯახი ამდენ ლაპარაკად.... ნაცების ნაშა იყო და მეტს რას უნდა ელოდეთ მისნაირებისაგან..
13:31 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS