02 ივლისი, 2013
ნინი ბადურაშვილი ირაკლი კუტალაძეს პასუხობს
ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.
ბოლო დროს, სკანდალურად ცნობილი ამბის გარშემო საუბარი არ სრულდება. ნინი ბადურაშვილის ქმრის ინტერვიუმ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ირაკლი კუტალაძის ბრალდებებს უამრავი მოწინააღმდეგე და მომხრე გამოუჩნდა.

ნინის მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, მოსკოვიდან მეუღლემ საკმაოდ მძიმედ შეაფასა მათი თანაცხოვრების პერიოდი.
ირაკლი ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი
ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.

„ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე  და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.

ორდღიანი დუმილის შემდეგ ნინიმ ჯერ კიდევ მეუღლეს „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან იოსებ ნონეშვილის სიტყვებით უპასუხა.

„ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!“
Rating
„ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ და ცოდოა ის ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად“ - გამოეხმაურა მომღერლის სტატუსს სალომე გოგიაშვილი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

იხილეთ ასევე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 201 /
ნანი ზვერიაშვილი
ხალხნო, ახლა ეს ცოლ-ქმარი რომ შერიგდეს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მაშინ რას იტყვით, დაანებეთ თავი სხვის პირად ცხოვრებაში ფათურს....
16:44 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექს
ვარდიკო ირონიულად რომ წერ კაცი გვარს ასე უხდებოდესო,გაითვალისწინე რომ ნინის შვილიც მაგ გვარისაა და არაა გამორიცხული მამას დაემსგავსოს და ქალი გვარს ასე უხდებოდესო თქვან მასზეც.რაც არ უნდა ლანძღოთ ირაკლი და მისი გვარი მის შვილს მისი გენები და გვარი ექნება,ამას ვერ შეცვლით და შესაძლოა გარეგნობაც კი.ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ და ქილიკს მოეშვით.
15:26 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვარდიკო
კაცი გვარს ასე უხდებოდეს იშვიათია. ვინც ერთი სიტყვა მაინც დაწერა ნინის,კახიანების და ბადურაშვილების სააუგოდ,ბოღმა ალაპარაკებთ.ნურავის ნუ აქცევ ყურადღებას ჩემო ნინი,გისურვებ ყოფილიყავი ბედნიერი დედა,დანარჩენი თავისით მოვა ყველა სიკეთე.ღმერთი შენთანაა.
14:56 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მატატა
დიკოს ვეთანხმები.
14:15 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიკო
ტუ კარგატ იცნობტ ორივე ცკვილს მაჰინ ჰეგიდსლიატ ილაპარაკოტ მატსე ტკვენ ვერ დაადგენტ ვინ არის მარტალი ვინ მტკუანი ამიტომ ჯობია ტავი ჰეიკავოტ არც კუტალადსე დაიჰაგრავს ტავს და არც ნინი
13:11 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგე
მარი იქნებ ირაკლი შეცდა რა იცი?შენმა ქმარმა და დედამთილმა მახინჯი და ბანჯგვლიანი რომ გიწოდონ რა იზამდი???
18:37 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
საიმისო პატარა არ იყო ნინი რომ არჩევანში შემცდარიყო, რატომ დაემართა ასე?
17:13 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მოეშვი და დაანებე თავი. ნუღა მიაქცევ ყურადღებას. გარეწარი ჩანს ვიღაცაა.
00:58 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ჯერ არ სცხვენია თუნდაც მასე იყოს შცილის დედაზე რომ ლაპარაკობს?ნინი კარგი და ულამაზესი გოგოა,ხომ გაგიგონია ბატ ზაზა სადაც არ სჯობს გაცლაა უკეტესი.ამიტომ ყველა მართალია ცალკ-ცალკე.ნინის პიარი კი აგარ ჭირდება ან ეგ რა საპიაროა?
16:46 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რც წავიკიტხე და გავიაზრე ქმარი მართალია.
13:33 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS