როგორც გავარკვიე, დღეს სწორედ ფილარმონიის სხვენიდან დაეშვებიან ტელეწამყვანები იმისთვის, რომ მაყურებელს მიესალმონ. საიდან შემოვა ან შემოფრინდება ნიკა გრიგოლია, არავინ იცის. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ დღეს ყველაზე მაგარი ლაივშოუ ელის მაყურებელს.
დღეს რეკორდს მოხსნის ''ნიჭიერი'' იმ მხრივ, რომ სამი მუსიკალური ნომერი იქნება გადაცემაში. იმღერებს ინდირა ჯგერნაია,
დღესვე ''ნიჭიერის'' მაყურებელი ნახავს ყრუ-მუნჯი წყვილის კოკასა და ნინოს, მორიგ პერფომანსს.
ნინო:
- სათქმელი სიტყვების გარეშეც ითქმის. ამაში ჩვენმა პირველმა გამოსვლამ დამარწმუნა, როცა მაყურებლისგან საოცარი ემოცია ვიგრძენით. მათ ზუსტად გაიგეს, რისი თქმაც გვინდოდა. იმედი მაქვს დღესაც იგივე ემოციას გამოვიწვევთ მაყურებელში.
კოკა:
- მთავარი ჩვენი არტისტიზმია.
- მსახიობობას ხომ არ აპირებ?
- ამაზე ვოცნებობ. ამ პროეფესიით გამიადვილდება საზოგადობამდე ჩემი სათქმელის მიტანა.
ნინო მჭედლიშვილი




















