26 დეკემბერი, 2014
საკუთარი თავისთვის დასმული 30 შეკითხვა ახალი წლის წინ
მალე ახალი წელი დადგება და დროა, გასული წელი შევაჯამოთ და ახალი მიზნები დავისახოთ.
თუმცა ასეთი შეჯამებებისთვის, ძირითადად, არ გვცალია, გვეზარება ან საერთოდაც არ ვთვლით საჭიროდ.

სინამდვილეში კი ამის მიზეზი ერთია – რთულია, იყო გულწრფელი საკუთარ თავთან.
იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ ეს ამოცანა, გთავაზობთ 30 მარტივ (სინამდვილეში კი საკმაოდ სერიოზულ) კითხვას წიგნიდან "ჩემი 5 წელი. 365 შეკითხვა, 1825 პასუხი. დღიური".

შეეცადეთ, გულწრფელად უპასუხოთ თითოეულ მათგანს და ნურავის აჩვენებთ მასზე ჩამოწერილ პასუხებს. ერთი წლის შემდეგ კი დაუბრუნდით ჩანაწერს,
რომ ნახოთ, შეიცვალეთ თუ არა, რას მიაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში ან რა არ გამოგივიდათ ჯერ კიდევ.

1. წლის საუკეთესო მომენტი – ეს იყო...

2. ყველაზე მეტად რა შთამაგონებდა წელს?

3. წლის მთავარი სიახლე.

4. წლის ჰიმნი.

5. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში.

6. რისი გაკეთება გამიჭირდა ყველაზე მეტად?

7. რა ფერის იყო ეს წელი?

8. ამ წლის რომელ მოვლენას დავიმახსოვრებდი სამუდამოდ?

9. რა სიტყვას ვიყენებდი ყველაზე ხშირად?

10. ჩემი ყველაზე სულელური შენაძენი წელს.

11. ალბათ, ჯობდა არ ჩამეტარებინა ექსპერიმენტი ამ...

12. ეს წელი მშვენიერი იყო, რადგან...

13. რომელი შინაგანი პრობლემა დავძლიე წარმატებით?

14. ვის ვეხუტებოდი ღამღამობით?

15. ვის ქორწილში ვიმხიარულე?


იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS