02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ეკო
კვალიაშვილის ამბიციას საზღვარი არა აქვს, ნუკიც კარგია მაგრამ მე სუბლატი უფრო მომწონს, :)
13:33 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რიგითი
ნუკა კი კარგი მომღერალია, მაგრამ ასეთი ბოღმა ქალის შვილი რომ არის, ამიტომაც ვერ გაიმარჯვა, უაყოფითად სწორედ ეგ ქალი განაწყობდა მაყურებელს და ეს ნინას მიმართ ზრდიდა სიმპათიას! ღმერთო რა ბოროტია! ალბათ სკამიდან გადმოვარდა ნინა რომ გამოაცხადეს გამარჯვებულად :))))
13:28 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნუკისტან რა გინდატ ზალიან თავმდაბალი გოგოააააააა არაფერს არ ამბობს
13:24 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
სულ მეგონა ნუკას გაიყვანდნენ,იმიტომ რომ ეკას შვილია,ნინას სულ არ ვიცნობ მაგრამ გამიხარდა,რომ სამარტლიანად გაიმარჯვა.ვულოცავ
13:24 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარა
მე გულით ვულოცავ ნინას... ეკა რა ბოღმა ყოფილა :D
13:21 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მართალი
კვალიაშვილო რა ბოგმა ხარ ფუფ!
13:20 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რას გავს ეხლა ეს ეკააა? შენი დიდი დამსახურებაა რომ ნუკა ვერ გახდა გამარჯვებული,მიუხედავად იმისა,რომ მე ვგულშემატკივრობდი არ გეთანხმები.მაგ შენი უაზრო საქციელით და უაზრო ლაპარაკით ჯერ შენი თავი ამოიკვეთე 'შოუ-ბიზნესიადნ' და ეხლა ნუკას იგივეს უპირებ.რათქმაუნდა შენ ეს არ გინდა,მაგრამ შენი უაზრო საქციელით მხოლოდ ამას აკეთებ.მე დარწმუნებული ვარ,რომ ამ უაზრო განცხადებების გამო ბევრმა არ მისცა ნუკას ხმა.დაანებე რა,წარმატებას ისედაც მიაღწევს და ნუ შეაძულებ ხალხს ნუკას თავს.ნინას რას ერჩი??? შენ შვილს რომ ლანძღავდნენ ხომ არ მოგწონდა.ხოდა დაანებე მაგ ბავშვს თავი.
13:19 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაი
აუ რა ბოროტი დედა-შვილი ხართ! ჩემთვის სულ ერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა, ნუკა მართლა შესანიშავი მომღერალია, მაგრამ ეს რასაც წერთ,ბოღმის აპოპეააა... იმის მაგივრად, რომ მიულოცო შენი შვილის ხელა გოგოს..ბოღმა გახრჩობს...სირცხვილია ქალბატონო ეკა!
13:16 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
რა გველი ქალია პროსტა რა . წაგვაჭამეს თავ პირი დედა შვილმა თავისი ვარსკვლავობით. ნინა ეგეთი ღვარძლიანი არ არის მაინც. მჯობნის მჯობნი არ დაილევაო ნატქვამია და გირსეულ ქალს კი ღირსეულად უნდა მიეღო შვილის დამარცხება, ეს კიდევ გამოდის და გესლს აფრქვევს აქ.. ყოცჰაღ ეკა მაგარი ხარ !
13:16 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS