02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
მაო
მე პირადად მარიკო ლეჟავა მირჩევნია ყველას! თუმცა ნინაც უდაოდ ძალიან ნიჭიერი გოგოა და ნუკაც. მაგრამ რახან ნუკამ არ გაიმარჯვა, ეს იმას არ ნიშნავს რომ დედამისი უნდა დაიბოღმოს და ასეთი იღირსი კომენტარები აკეთოს!
14:14 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
:) :)
ნინა სულაც არ არის ტვ რუსთავი2 ვარსკვლავი, ნინა სრულიად საქართველოს ვარსკვლავია. აეკეთებინა ასეთი კომენტარი! @
14:00 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
:) :)
ორივე უდაოდ ძალიან ნიჭიერია. ჩემი პირადი აზრით ნუკას ბევრად უფრო ძლიერი ვოკალი ჰქონდა და მისი გამარკვება უფრო გამიხარდებოდა, თუმცა ნინას ჰქონდა განსაკუთრებული იმიჯი და ორიგინალობა, რაც მიიზდავდა კიდევაც მაყურებლის ხმებს. ასე რომ მიუხედავად იმისა რომ ნუკას გამარჯვება მერჩივნა, ნინას გამარჯვება არ გამკვირვებია. ეკა კვალიაშვილს კი, როგორც ჩანნს, უჭირს იყოს ობიექტური :) თუ რუსთავი 2 არ მოსწონდა, რაღას აგზავნიდა შვილს მის პროეტში, ან თუ გააგზავნა, ახლა რაღატომ ლანძღავს :)
13:54 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
სად ნინა და სად ამის "ძველი ბიჭი" შვილი. ნინა ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო დონეზე გასვლას, ხოლო "ძველ ბიჭს" ვეტყოდი, რომ ვარსკვლავობისთვის მხოლოდ კარგი ხმა არ კმარა.
13:54 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
უაზრო კომენტარებს ნუ წერთ ... რანაირად გეგონათ რომ ეკას გოგოს გაიყვანდნენ ? მთელი ცხოვრებაა ეკას ბლოკავენ. ეკა მართალია და ძალიან კარგი რომ ამბიცია აქვს , დგეს ისეთებს აქვთ ამბიცია რო შეგრცხვება. ესე გააგრძელე ეკა არ დააჩაგვრინო ნუკა:))) უძლიერესია ვგიჯდები მის ვოკალზე, ხმის ტემბრზე და საერთოდ შესაძლებლობებზე.
13:49 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
გაოცებული ვარ,როგორ შეიძლება ნინა სუბლატს ასე მიულოცო გამარჯვება,ან თუნდაც მარიკო გამხდხარიყო გამარჯვებული,ამით დაამტკიცა შური და ეგოიზმი.ნუკა ძალიან ნიჭიერი გოგოა,და ასეთი ბევრ ყავს საქართველოს,ნინა სუბლატი კი სრულიად განსხვავებლი და უზომოდ ნიჭიერი,რომლის დეფიციტს განიცდის დღეს საქართველო.ან ლუკა ზაქარიაძეს რა შეატყვეს გაჭირვებულის,ან სხვა გამარჯვებულ ჯეოსტარელს.
13:48 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ კომენტარების ავტორები უფრო ბოღმები არიან და არა ეკა, ან , იქნებ, საერთოდ, ყველა ამ კომენტარს ერთი ავტორი ჰყავს? ხელწერა,ვფიქრობ, ერთია... რა მიკვირს იცით? რატომ გვაქვს ქართველებს ასეთი ჩვევა - დაუნდობლად, მთელი სისასტიკით თავს ვესხმით ხოლმე ადამიანს,გადმოვანთხევთ ყველაფერს,რაც ენაზე მოგვადგება,უკადრებელს ვკადრულობთ და მერე სხვას განვიკითხავთ...ისე, გულწრფელი რომ ვიყო და მეც არ დამაბრალონ რამე, გული დამწყდა ნუკა რომ არ გახდა "საქართველოს ვარსკვლავი", თორემ სამივენი რომ ძალიან კარგები არიან, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს.ისე, სხვათაშორის , ეკა დედაა და დედას ყველაფერი ეპატიება, თუმცა საპატიებელიც , ვფიქრობ, არაფერია.
13:48 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ასეთი ბოღმა რატო უნდა იყო ადამიანი?..სირცხვილით არ თქვა მაინც..რუსთავი2-ის კიარა ყვლეას ვარსკვლავია ნინა, სამივე ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, მის შვილს რომ გაემარჯვა რას იტყოდა ნეტა რუსთავი 2-ის ვარსკვლავია ნუკაო?..ამდენი ხანი ერთად იყვნენ ეს ბავშვები დაქალობდნენ ალბათ და როგორ შეიძლება ესეთი ღირსეული კონკურენტის მიმართ ესეთი ბოღმა.ესეიგი თუ შენიანი ვერ გაიმარჯვებს ეგრევე ჩაწყობაა სასწაული პირდაიპრ რა ბრმა და ყრუ უნდა იყო ანდა ყველაზე ბოროტი რო ნინაზე თქვა არ იყო ღირსი გამარჯვებისო.
13:40 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მართალია დათო ფორჩხიძე, თუ ვინმეს შვილი ხარ ან მდიდარი ვერ გაიმარჯვებს, თითქოს ლოგიკურია , ხალხს ''გაჭირვებ ული'' ეცოდება და ხმას აძლევს, კარგა ხანს მეც ასე ვფიქრობდი, მერე მივხვდი, ეს კარგად გატვლილი ხრიკია და პროდიუსერებიც და მონაწილეებიც კარგად იყენებენ, ხალხი კი ხმას თანაგრძნობის გამო კი არ აძლევს ...სინამდვილეში მათზე წარმატებულების შურს და მათ საწინააღმდეგოდ მხარს ''დაჩაგრულს'' უჭერენ, რომელიც ძალიან ხშირად პროექტის დასრულების მერე აღმოჩნდება, რომ არც ისეთი გაჭირვებული და დაჩაგრულია
13:40 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მართალია ეს ქალი, ნინა უნიჩო არ არის, მაგრამ ნუკას არც შევადარებ.ნუკა ყველაზე მაგარია !!!
13:39 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS