02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ნატია
ნინა სუბლატი ბერას სტუდიის ცარმომადგენელი იYო და ამან უდაოდ იმოქმედა შედეგებზე,ნუკა კი საუკეტესო იYო ვოკალით
16:38 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარეხი
ნუკა მაგარი ხარ, ეკა მაგარი ხარ, მიყვარხართ
16:36 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუი
ეკას იმ თავიდან შური ამოძრავებდა...საკუთარი თავიც ყოველთვის ყველაზე უკეთესი ეგონა და ეხლა ჰგონია რომ მის შვილზე უკეთესად არავინ მღერის....რატომ გიჭირთ დამარცხებასთან შეგუება???უმრავლესობამ აირჩია ნინა
16:34 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
ყანა ქალი ყოფილა, დამეკარგა წარმოდგენა
16:30 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
სამივე გოგონა ნიჭიერია, წარმატებები მათ...მაგრამ ნინა უდავოდ ღირსეულია ის სრულიად საქართველოს ვარსკვლავია!!!
15:25 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
KEKE
ხალხო!რა გჭირთ,რა დაწერა ისეთი ქალ.ეკამ?ნუკა რო ჯობნის ყველაფრით ეჭვი გეპარებათ.გოგოს რა ხმის ტემბრი აქვს,რა მონაცემი ვერ ხვდებით? ნინა,ჯერჯერობით შორს არის იმ ხარისხისგან,როგორც ნუკა ასრულებს ყველა სიმგერებს.რაშუაშია ბო9ღმა,გულ დასაწყვეტია ადამიანს რომ ჩაგრავთ.ნუკა კიდევ იტყვის თავის სათქმელს და მერე შეგრცხვებათ ყველას.სამივე გოგოს უსურვებ წარმატებებს.
15:12 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
უზომოდ გაგვეხარდა ნინას გამარჯვება.წარმატებები და წინსვლა ქონოდეს ამ ნიჭიერ გოგოს,ეკას კომენტარი ნამდვილად ზედმეტია,თავს ვეღარ იკავებს ნერვიული შეტევებისგან
15:03 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ნუკა გვალიას მაგივრად მე შემრცხვა ამ ქალის კომენტარი. და ნეტა მის ქალიშვილს თუ არ სცხვენია საინტერესოა. ნინა შენ საქართველოს რჩეული ხარ!
14:54 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ელზა
ნუკა ძალიან მაგარი მომღერალია.ის არ დაიკარგება,თანაც ღმერთისგან დიდ საჩუქარს ელოდება და ბედნიერი დედა ყოფილიყოს.ქალბატონო ეკა თქვენზე ნამდვილად გული დამწყდა,შური არ გიხდებათ.ნინასაც ყოველივე კარგს ვუსურვებ.
14:45 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
..
შედით და ნახეთ ფეისბუქზე ამ სტატიის კომენტარები, ერთი და იგივე ხალხი აკეთებს თუ არა ;) ღირსეულად მიელოცა, ან საერთოდ არაფერი დაეწერა და არ გამოიწვევდა ხალხის ანტიპატიას! ასეთ ამბიციურობას და სხვისი დაკნინების ხარჯზე შენის კარგად წარმოჩენას, ნორმალური არავინ მოიწონებს...
14:14 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS