02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
უცნობი
ეკა, მე გული დამწყდა შენს გამო! არ მოგიხდა ეს ბოღმა ! არავის ეპარება ეჭვი ნუკის ნიჭზე!!! მაგრამ სხვის შვილს გული არ უნდა ატკინო!!!! უფალი ყველაფერს ხედავს!!! ეკა მოინანიე - შენ არა ხარ გულით ბოროტი -მე ეს მჯერა!!!!! ნინამ კი არაფერი დააშავა-ეს ხალხმა გადაწყვიტა! დაიჯერე და ბავშვებს აცალე ერთ მანეთის პატივისცემა! დამიჯერე, მოინანიე!!!!
18:14 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
ნუკა,კარგი გოგო ხარ,შვილო,სულ ბედნიერი იყავი. შენი გულშემატკივარი ვარ.მრავალ წარმატებებს გისურვებ და რაც მთავარია ბედნიერ დედობას.
17:49 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
kaxa555
Fu me sheni adamianoba da shegneba ra vtqvi eka kvaliashvilo,Au es qali ra bogmis gansaxierebaa to radgan magisma shvilma ver moigo axla unda gadagvchamos?:Dsruliad samartlianad moigo mag gogom yoveltvis nina liderobda socialur qselebshic yvelaze meti laikebi da naxvebi qonda chemi azrit is procentuli sxvaoba rac daido 15 procenti absolituri realobaa xalxa gemovnebit gaaketa archevani da ara magal notebze gatvlit.ufro metic iqneboda sxvaoba daje qalbaton ekas e.g ''elita'' sastavis daxmarebit rom ar amoeqacha eg 32 procentic me vici piradad finalis dges rom dalian bevri urekavda ninas xalxi imazec gagizianda nukas mimart aset piars rom aketebdnen da shedegic daido shesabamisi.qals egona vsio langarze dadebuli mogvartmeven gamarjvebaso gvalias ise apiarebdnen da gamarjvebulad ise acxadebdnen winaswar chawyobaze vafshe xmas rogor igeben,xalxis umravlesobam gadawyvita ninas gamarjveba da sruliad samartlianad.qalbaton ekas vetyvi rom damshviddes da daamshvidos gushindeli chafsmuli tavisi ''elita''sastavic kaxa kuxianideebit mati msgavsebit.axla vegarafers gaxdebit am bogmit qalbatono ekusha dalian mecodebit:D
17:06 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დინა
უკაცრავად მაგრამ ეკა კვალიაშვილი სოპელოს რომ მღეროდა ეტყობა გადაედო რაღაცეები ტორემ ცუდი ხმა ნამდვილად არ ქონია ახალგაზრდობაში... ხოლო რაც შეეხება ნინას რატომ უნდა ატკინო ასე პატარას გული იმიტომ რომ ბოჭღმიანი ადაანი ხარ... ნუკი კი ნამდვილად ძლიერია
16:57 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
დიახ დედამისის გამო ნუკი ვერ გახდა ,,საქართველოს ვარსკვლავი,, მაგრამ გახდა ტვ რუსთავი 2 ვარსკვლავი
16:53 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ეკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შურიანი დედაკაცია.უსირცხვილო.ნინა მაგარი გოგო ხარ და ღირსეულიც ხარ რომ ამ ტიტულის მატარებელი ხარ
16:50 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
მე არ მომწონს ნინა მაგას არ მოვუსმენ,ნუკის ვბალეშიკობდი ნეტავ მგას გაემერჯვა.
16:45 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
.ია
აუტანლები ხარტ და ბოგმა.ნინა მაინც მაგარია
16:43 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატია
სუბლატი კიარ მგეროდა ჩYაოდა)) ეს ჩემი პირადი აზრია))
16:40 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ხალხის გადაწყვეტილებას პატივი ეცი ქალბატონო ეკა.ნინა საქარტველოს ვარსკვლავია
16:40 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS