02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
მაკუნანო
გადასარევი გოგო გყავს ეკა, მაგრამ დედა ხარ არ შეგეფერება, ხვალინდელი დღის არ გეშინია? ბოღა რომ შენ დაგიბრუნდეს? კარგი გოგოები არიან, მათი მეგობრობისათვის რომ შეგეწყო ხელი უკეთესი იქნებოდა, ასეთი ბოღმის გადმონთხევით ნუკასაც ზიანს აყენებ
23:34 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ხალხნო ნინა სუბლატმა ფინალი სასტაულად იმგერა მარტო მაგ ნამგერიტ მივტსემდი ვარსკვლავის სტატუს, გილოტსავ ნინა!!!!
23:03 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნინა, გილოცავ, საყვარელო და წარმატებებს გისურვებ! ასეთი ღვარძლიანი ადამიანები ბევრი შეგხვდება და არ მისცე უფლება გული გატკინონ. ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარ. ეკა კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უღირსია და მიუხედავად დიდი მომღერლობისა, თავისი ადამინობის გამო ვერ შეიყვარა საქართველომ.
22:59 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატუკა
რა ბოღმა ქალი ყოფილა:)მის შვილს რომ გაემარჯვა მაშინ საქართველოს ვარსკვლავი ხომ იქნებოდა?:)ისე მე ნუკის გამარჯვებას უფრო ველოდი,რადგან პიარი დიდი ჰქონდა:)
22:51 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
საწყალი ნუკა,ეს რა გაზარდე ქალო?უზრდელობაც შენ ასწავლე! აფსუს რა ქალის შვილი და შვილიშვილი? :( ღირსი იყო ნინი და ნუ გასკდები ბოღმაში რა ამხელა ძროხა ქალი!
22:40 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაესტრო
კვალიაშვილის გაზრდილს უზრდელობა უფრო ეხერხება!ამორალი ხარ ეკა და ბოღმა,ეს არ არის შენგან უცხო!!!
22:23 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ნინა სუბლატს ჩავარდნა არ ჰქონია და გვალიას დაბალი ბგერები ძალიან უჭირდა,პლიუს ამას ჟიური რაც შეეძლო ქაჩავდა:შენ ხარ ჩემპიონი,შენ გაქვს საუკეთესო ვოკალი და ირიბად მიანიშნებდა,რომ ის უნდა გამხდარიყო ჩემპიონი.ამხელა ქალის(მხედველობაში ასაკი მაქვს და არა დამსახურება)ასეთი ფრაზები მის სულმდაბლობაზე და გაუნათლებლობაზე მიანიშნებს.არ მომეწონა არც გვალიას ფანების გამაღიზიანებელი ყიჟინა შედეგების გამოცხადებამდე!!
19:16 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ნუკა მართლა ნამდვილი ვარსკვლავია, ძალიან მაგარი მონაცემები აქვს და ამას ყველა ხედავს. ხოლო ეკას კი შეეშალა ნამდვილად. .......... ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს
18:58 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არ ეკადრება ცნობილ ადამიანს ასეთი ბოღმა.... საკუთარ თავს მაინც უნდა სცეს პატივი... მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ ამ პატარა გოგომ, რომელსაც არც მომღერალი დედა ყავს და არც კომპოზიტორი ბებია, დამსახურებულად მოიპოვა ვარსკვლავის ტიტული. მით უმეტეს, ჩვენი ესტრადის ფონზე სასაცილოა ნინას კრიტიკა!!შეარგეთ ამ ბავშვს დამსახურებული გამარჯვება!!!მით უმეტეს, თუ ნუკას ამითი არაფერი დააკლდება!
18:52 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
შეარგეთ ამ პატარა გოგოს ესეთი დიდი წარმატება! რა ვუყოტ რომ ეკა ასე ულოცავს ეს მისი პრობლემაა. ნუკა მშვენიერი მომღერალია რატომ აყეენებს დედამისი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. მეშინია ბოღმამ არ დაახრჩოს!
18:29 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS