02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
ნანი
ეგ ყველაფერი იქეთ იყოს და ამ ეკას რა ჭირს სახეზე?ყბები ჩამოვარდნილი აქვს თუ გახდა თუ რა უბედურებაა?????ლოყები შევარდნილი აქვს სადღაც კბილებში.პლასტიკურით დაიმახინჯა თავი თუ რა მოუვიდა??????????????
11:54 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
მართლა სულმდაბალი დედაკაცი ხარ ეკა შვილის ტოლა გოგოზე როგორ ცინიკურად აფრქვევ ბოღმას.გეშინოდეს უფლის
11:33 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ეს განცხადება მინიმუმ შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის ვინც დარეკა ნინას სასარგებლოდ. ნინა არის ხალხის არჩეული ვარსკვლავი და ესეთი განცხადება ნებისმიერი ცივილური ადამიანისთვის არის მიუღებელი. ნუკა ძალიან კარგი გოგოა, მჯერა დიდი მომავალი აქვს. ამათან ასაკით პატარაა და არა მგონია დედამისის ასეთმა უპასუხისმგებლო განცხადებამ რაიმე დადებითი შესძინოს.
11:05 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზოია
მე თავიდანვე ნინას გულშემატკივარი ვიყავი და კიდევ პატარა ირაკლის,არც ერთი არ მდგარა აუტსაიდერებში.ორივე ძალიან მაგარია! ნინას ვარსკვლავობა მახარებს.
08:51 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მესმის ეკასი როგორც დედის ცოტა ემოციურად გამოუვიდა და შეცდა,მეტი თავშეკავებული რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა მისი შვილისთვისაც სამომავლოდ. ნუკას არაჩვეულებრივი ხმა აქვს ნიჭიერი გოგოა, ხმის ტემბრით ნინის სჯობდა, ნინი კი უფრო თავდაჯერებული იყო და განსხვავებული სტილი. ნუკაზე ორსულობამ იმოქმედა ცოტა აფორიაქებული იყო. ორივეს წარმატებებს გისურვებთ.
08:45 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიალია
ეკაზე ითქმის შეაყარე კედელს ცერცვიო....ნეტავ არ ცხვენია?
08:20 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვულოცავ ნინას ამ წარმატებას. როდის უნდა ვისწავლოთ ქართველებმა ერთმანეთის სიხარულით გახარება? რთული სანახავია ცნობადი სახე ადამიანურ ზღვარს, რომ გადადის. უფალო გონიარება მოგვმადლე!!!
07:37 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლირი
ეკა ყოველთვის მაღიზიანებდა და ვერ ვხვდებოდი რატომ. ახლა მივხვდი. ნუკა მართლაც ვარსკვლავური მონაცემების მქონეა, უბრალოდ ძალიან აკლია აღზრდა. შვილის ასე აღზრდა დანაშაულია. თავისი თავი დაღუპა ეკამ და ახლა შვილსაც ღუპავს-როგორც მომღერალს, არადა რა კარგი მასალაა. გული მწყდება ძალიან. ნინას კი მთელი გულით ვულოცავ ღირსეულ, საქართველოს ვარსკვლავობას.
02:05 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
დადგებიან ეხლა დედა-შვილი და იტყვიან ეს ბოგმა ხალხი, რაებს წერენო. რატომ არ ვწერთ ნინაზე ან სხვაზე? იმიტომ რომ ისინი კარგად იქცევიან და არ უზრდელობენ. მოქცეულიყავით თქვენც კარგად და ხალხის სიყვარულს დაიმსახურებდით, მითუმეტეს ნუკა ლამაზიც არის და ნიჭიერიც
23:36 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ შემიძლია არ ვთქვა რომ ნუკა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ დედამისი და თვითონ ისე უზრდელურად და მდაბიოდ იქცევიან არც ნიჭი არ მაინტერესებს და არ არაფერი. ძალიან მიხარია ნინას გამარჯვება, ულამაზესი, უნიჭიერესი და მართ.ლაც აღმოჩენაა
23:34 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS