02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
დადუ
ვაიმეეეეეეეეეე ეკა ნახეთ რა დღეშია. ისე ეკა შენი ყოფილი კაცები რო შეგეკრიბა შეიძლება მოეგო ნუკას.ბოღმა ხარ სუფთა რააააა. თუმცა იმის არ აღიარება რო ნუკა მაგარია ცუდი იქნებოდა მაგრამ ნინა აშკარად ჯობდა და შესაბამისად დამსახურებულად გაიმარჯვა.
18:31 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაცაცო კევლიშვილი
მე ვგულშემატკივრობდი ნუკა გვალიას! ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, მსგავსი კონკურსების შეფასებაში მხოლოდ ორჯერ შევცდი, მაშინ, როცა ნიკო ბერიძე გავარდა ჯეოსტარიდან და ნუკა ვერ გახდა გამარჯვებული. მას შემდეგ, რაც პიარში გადავედი, ისეთ ოჯახებთან მომიწია მუშაობა, რომლებშიც თაობიდან თაობებში გადადის ნიჭი, პირველად ბაღაშვილებთან, შემდეგ სუხიშვილებთან, ახლა ეკასთან და ნუკასთან და პარალელურ რეჟიმში თვალს ვადევნებდი სხვა წარმატებული ოჯახების წარმომადგენლებს, რომელთა ერთადერთი "დანაშაული" ის იყო, რომ ისინი ცნობილი ადამიანების შვილები არიან. მაგალითად ახლა ნინი ბადურაშვილის განქორწინებაც შეიძლება მოვიყვანოთ, რომელმაც ყველა ნიუსი გადაფარა. "საქართველოს ვარსკვლავის"მიმდინარეობის დროს ძალიან დიდი ანტი პროპაგანდა მიდიოდა ნუკას წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ეკას შვილია, რომ ეკა რაღაცეებს აწყობდა. კვალიაშვილს რომ რაიმეს ჩაწყობის თავი ჰქონდეს, ის 10 წელი სცენის მიღმა არ დარჩებოდა ქვეყანაში, სადაც აღიარებენ, რომ ის საქართველოს საუკეთესო ხმაა, მაგრაამ.. და ხალხო, იმის გარდა, რომ ეკა კვალიაშვილი ცნობილი ადამიანია, ის დედაა, რომლის შვილი ახლა ორსულად არის.
17:53 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ნინას ვულოცავ საქართველოს ვარსკვლავის ტიტულის მოპოვებას. ქალბატონ ეკას კი მინდა ვუთხრა რომ ამდაგვარი საქციელი საკადრისი არ არის, მაშინ როსა პრეტენზია გაკვს მაღალ დონეზე.
17:32 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკუნია
ესეთი ბოღმიანი რომ ხარ იმიტო ვერ გავიდა შენი შვილი. ნინამ დამსახურებულად აიღო ეს ტიტული და ვბულოცავ გულით და სულით. ეკა შენ კი ფრთხილად ბოღმამ არ დაგახრჩოს. ფუუუუ ეკა რა ამაზრზენი ხარ
16:14 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ნინას ვულოცავ , ნინა საქარტველოს ვარსკვლავია ,საქარტვერლოს ვარსკვლავიიიიიიიი ცარმატებები ნინას,
14:30 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი17
ვულოცავ ნინას გამარჯვებას,მართლა არაჩვეულებრივი მომღერალია,დღეს მთელი დღეა მის სიმღერას ვუსმენ-Uninvited”და არა და არ მწყინდება,ძალიან მაგრად შეასრულა
14:11 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე მეგრელისგან
სირცხვილია ამხელა ქალი ასე რომ იბოღმები, ნუკა ძალად მომღერალია, ნინა კი თავისუფლად მღეროდა და გაიმარჯვა. თუ ასე გააგრძელებ უფალი დაგსჯის და ნუკა სოფელ დიღომს ვერ გასცდება. ეკა ხარ თუ ტეკა შვილის მტერი ხარ. შევარცხვინე შენისთანა ქალები.
13:57 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი
ეკას მინდა მივმართო რომ ბოღმიან სტატუსებს თავი დაანებოს ანით მხოლოდ თავს იმცირებს .და შეეგუოს სინამდვილეს რაც არის .მე ქუტაისიდან ვარ და მთელი ქუთაისი ნინას გულშემატკივრობდა მათ შორის მეც
13:30 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
aster
ნინა რაგაც ახალია, უცხოა...ქალური, ნაზი,არტისტული, უხეშიც... ვნებიანი, სევდიანიც.. მოკლედ ემოციების ზღვა მოაქვს ამ გოგოს. ვულოცავ გულით! ნამდვილად იმსახურებდი ნინა ვარსკვლავობას! რაც შეეხება ნუკას, კარგად მგერის ეგაა, მეტი არაფერი. მარტო ხმა რომ საკმარისი არაა, ეს ეკას ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს! მაგრამ, ბოგმით სავსე რას დაინახავს?!
13:26 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვიცოდი, რომ ეკა ბოღმისგან გასკდებოდა, ისე, გამიკვირდა, რომ ჟიურის საფერფლე ან რამე არ გაუქანა :D მე ნინას მივეცი ხმა, სცენას უფრო უხდება და მარტლა გამორცჰეულია. არც ნუკას დავუკარგავ ნიჭს, მაგრამ რაც მის ფეისბუქ-პოსტებს გავეცანი, მასჰინ გადავწყვიტე მისტვის აღარ მეგულშემატკივრა. რაც დედა, ის შვილი!
13:06 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS