02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
შიკრიკი
ნინა სუბლატმა შემოგითვალათ ფანებს,ნუ მარცხვენთ,ზრდილობიანად მოიქეცით,თორემ გაგებუტებით-ო!
15:43 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნუკი კარგი მომღერალია მაგრამ ნინა ვარსკვალავია, უკეთესია ჩემი აზრით! ეკა კი ნიკოლაევსკია რა გაატრაკა ამ ბოღმის ნთხევით, გააჯვას რა..!
12:53 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგო
ეკას კბილები კი გაუკეთებია,მაგრამ ეს ყბები რამ შეუნგრია .რა გაიკეთა ამ ქალმა ლოყებზე.ბაბაია გას მიუგავს სახე.
09:45 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
me
ra mainteresebs da rustavi 2-is varskvlavoba cudi pontia?
02:04 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
აუ მართლა უძლიერესი ხმა აქვს ნუკას და ბევრ მის გამოსვლას თუ გადაავლებთ თვალს ნახავთ რა უძლიერესია ნინაზეც კი, ყველა ჟანრში მაგრად მღერის და მაგარი ხმა აქვს, ნინა კი ერთი კონკრეტული ჟანრს მღერის კარგად, მისი ხმა მარტო ერთ ჟანრს უხდება სხვა რამე რომ იმღეროს არც კი მოუხდება უბრალოდ ვერ იმღერებს, ცოტა აგრესიული, ცოტა როკის ელემენტებია მის ჟანრში და ძალიან კარგია ერთისთვის, მოკლედ ნუკას უნდა გაემარჯვა!!!
01:13 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკუნას
რა დღეში გაქვს ეკა ნერვები
22:50 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანანო
კარგით რაა,ყველა კონკურსანტს ყავს მშობელი მაგრამ არცერთს არ გამოუქვეყნებია და აუტეხია ერთი ამბავი (მიუხედავად მათი არაცნობილობისა) თავიანთი შვილების კონკურსიდან გამოვარდნაზე.გასაგებია რომ ეკას გული დასწყდა მაგრამ ეს არაა ნორმალური ადამიანის საქციელი,თუ ულოცავ მიულოცე გულით და თუ არ შეგიძლია მაშინ საერთოდ შეეშვი.ამით ეკამ თავისი უარყოფითი მხარე აჩვენა საზოგადოებას......
22:24 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეკა ნერვები დაიწყნარე ამ შენ ბოღმას ნინაზე ნუ ამთხევ ....ვერ მოიგო შენმა შვილმა რა ჩვენი ბრალია :) არ იყო ღირსი მოგების და არ მოიგო ნუკაზე ბევრად მაგარი მომღერლები არიან :) მაგრამ რა ვქნათ რომ ყველას არ ყავს ფულიანი დედიკო და კონკურსში მონაწილეობას ვერ უწყობენ :) ასე რომ ნერვები დაიოკე :) ნინა სუპერ გოგო ხარ და კიდეც გაიმარჯვე :) :* :*
21:11 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
აუ შენ შვილზე ნუ გაქ დიდი წარმოდგენა
19:47 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
... შეიძლება გამოიყვანო ქალი სოფლიდან, მაგრამ სოფელს ქალიდან ვერ გამოიყვან...
18:54 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS