02 ივლისი, 2013
ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს ''ტვ რუსთავი-2'' -ის ვარსკვლავობას ულოცავს
ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''საქართველოს ვარსკვლავის'' გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აქტიურობდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ ბრაზობდა, თუ მისი ქალიშვილი, ნუკა გვალია აუტსაიდერებში მოხვდებოდა.

რთული გამოსაცნობი არ არის, როგორ დასწყდებოდა გული ნუკამ ვარსკვლავის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა. მაყურებლის დიდი ნაწილი ხომ ფსონს სწორედ ნინასა და ნუკას დუეტზე დებდა.

გუშინ, ''საქართველოს ვარსკვლავი'' ნინა სუბლატი გახდა. მან ხმების უდიდესი ნაწილი_ 47 %-ი მიიღო. ამ ფაქტმა
ნუკას ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა და სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ნინას უნიჭოც უწოდა. ნუკას ფანებმა ''რუსთავი 2'' იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ნინას განსაკუთრებულად თბილი და გულისამაჩუყებელი სარეკლამო პრომო გაუკეთეს, რამაც ხმების რაოდენობაზე იმოქმედა.

თუმცა ფაქტია, რომ ნინა და ნუკა, ორივე ძალიან კარგად მღერის და იგივე ლოგიკით, ნუკას ფეხმძიმობაც შეიძლება ვინმესთვის ხმის მიცემის საბაბი გამხდარიყო. მარიკო ლეჟავას კი საერთოდ ნიკა გვარამიას ნათესაობას აბრალებდნენ.

ეკა კვალიაშვილი დღეს პროექტის ფინალს გამოეხმაურა და ნინა სუბლატს საკმაოდ უცნაურად მიულოცა გამარჯვება.

''ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე, და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ ტვ. რუსთავი2 ის ვარსკვლავობას :)''

ერთი საათის შემდეგ მეგობრებს მადლობა გადაუხადა და მორიგი სტატუსი დაწერა:
''ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხრთ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა, და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსვამ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე, ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით…''

Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 89 /
M?
ნინა არაჩვეულებრივი ხარ
00:40 / 18-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო555
არ ვიცი ვინ ხარ ?????? ქალბატონი თუ ბატონი მაგრამ აქ რომ წერ ვინც ხარ ნინას ფანებზე უზრდელობით გამოირჩევიან ნუკას ფანები ზრდილობითო სასაცილოა აშკარად არ იცი კარგად სიტუაცია ან ეკას ნათესავი ხარ ვიღაც.ნუკას ფანებიდან რა ზრდილობაზე ლაპარაკობ როცა როგორც კი პროექტი დაიწყო ეგრევე ნინას ლანძღვაზე გადავიდნენ იმიტომ რომ მაშინვე მიხვდნენ ყველაზე ძლიერი კონკურენტი რომ იყო ნუკასთვის,ნინას სურათებზე ათას სისაძაგლეებს წერდნენ და შეურაწყოფას აყენებდნენ ახლაც გამოირჩევიან ამით,ნინა სუბლატზე რაღაც უზრდელური გვერდიც კი გააკეთეს ნუკას ფანებმა უბრალოდ არც ღირს ამის დაწერა იმდენად მარაზმია და ავადმყოფია ვიღაცა,გარდა ამისა ეკა კვალიაშვილის და ნუკას მთელი საახლობლო და სამეგობროც არ მალავდა ნინასადმი ბოღმას და აგრესიას,თვითონ ნუკას დედამთილმაც დაალაიკა ფეისბუქში ნინას ვერ ვიტანო ეს ბევრმა ნახა და საინტერესოა დავიჯერო ქალბატონმა ეკამ ეს ვერ ნახა?მარტო თავისი შვილის გულშემატკივრები რომ ეჩვენება ზრდილობიანად და ცდილობს მთლიანად ნინას ფანებზე შეიწმინდოს ხელები,როცა თვითონ აღიზიანებს ხალხს თავისი ბოღმანარევი გამონათქვამებით,ხალხი ტყუილად არ ღიზიანდება თუ ამის საბაბი არ აქვს,ქალბატონ ეკას შეეძლო უბრალოდ მიელოცა ყოველგვარი რუსთავი 2-ის ვარსკვლავობის წოდების გარეშე ნინა გილოცავ ორი სიტყვით და აღარავინ გააკრიტიკებდა და ლანძღვასაც არ დაუწყებდნენ მაგრამ ამ ქალმა მაინც ვერ დამალა ეს ბოღმა და რა ქნას:Dან რა უკვირთ რომ ვერ გაიმარჯვეს იმის შემდეგ როგორი უზრდელურადაც მიმართა ნუკამ ხალხს ფეისბუქიდან დიშოვები ხართ და ტრაკებს მიხედეთო დაავიწყდათ ეს ეტყობა ბოდიშს ვიხდი გამეორებისთვის მაგრამ ეს არის ფაქტი.რაც შეეხება ნინას სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა ამ გოგომ ღმერთმა შეარგოს.
04:58 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
@22
ნუკა კარგი გოგოა და კარგადაც მგერის.... მაგრამ ეკა აუტანელი ქალია მტელი ცხოვრება...შედი ქალო ბუტკაში!!!!!...... ნინა შენ კი დამსახურებულად მოიპოვე მსოპლიო ვარსკვლავის ტიტული....გილოცავ საკვარელო.
06:40 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ძალიან შემიყვრდა ნუკა, მაგრამ რატომ უფუჭებს დედა ასე სახელსაც და მომავალსაც ვერ ვხვდები, მახსოვს ეკა ჰოლივუდის დასაპყრობადაც მიდიოდა,მწყინს ასეთი კარგი შვილს არ გაუფუჭოს შინაგანი სამყარო, ნუკა გიყვარდეს ყველა, იმიტომ რომ შენ ხარ ქრისტიანი,სიყვარული ბადებს ახალ სიყვარულს, გისურვებ წარმატებებს
20:33 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
??????
რატომ გამოირჩევიან ნინას ფანები თავხედობით,უხამსობით,აგრესიულობით,უზრდელური მიმართვებით,მოკლედ,აზრის დაფიქსირების კულტურის დაბალი დონით? ნუკას გულშემატკივრები კი - თავშეკავებულობით,დალაგებული მსჯელობით,ჰუმანურობით.რა არის ამის მიზეზი?
13:11 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თAKო
მართლა ბოგმის ბუკეტია რა:) როგორ შეიძლება ადამიანმა ნინას უპირატესობა არ იგრძნო,ერთი სიტყვით ნინას ფანებო გვიხაროდეს.... ნინა ჩვენი ვარსკვლავია და დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აგარ აქვს... ვინც რა უნდა ის თქვას:)
12:51 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატაჩკა
ნინა სუბლატი არის ულამაზესი!უკარგესი ხმის პატრონი და ნამდვილად გირსეულად გაიმარჯვა!
10:40 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბოღმის თაიგული შვლიც როგორ იმსგავსაააააააა
18:33 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
dandelion
ეს ქალი ბრმაა? შედი აბა სადაც ეგ კომენტარი დაწერე შენი შვილის და ნინას პროფილზეც, ვის უფრო ბევრი ფანი ყავს სქართველოში, მიუხედავად იმის რო ნუკა ჰიპერაქტიური იყო და ნინას ეკიდა საერთოდ ინტერნეტი.. ცოტა რეალურად იმსჯელე..
09:19 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
free
რატომ უფუჭებს ეს ქალი თავის შვილს იმიჯს ნეტა ეგეთი სისინა ენით? პირველი შემთხვევა იყო როცა თვით მომღერალმა მოიწონა ჩვენი კონკურსანტის ნამღერი, ყველა სტანდარტული მომღერალი ვერ იქნება დაყენებული ვოკალით. წადი თავი გადაიგდე მტკვარში, ცოტას გაგრილდები:))
09:09 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS