გთავაზობთ ერთ-ერთ უძველეს საახალწლო წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, გელით თუ არა წარმატება ახალ, 2015 წელს.
დახუჭეთ თვალები, ბრმად დაადეთ ხელი მოცემულ ცხრილში რომელიმე ციფრზე. ახლა კი წაიკითხეთ ამ ციფრის გასწვრივ დაწერილი წინასწარმეტყველება:
1. თქვენს წინაშეა სწორხაზოვანი გზა დასახული მიზნისკენ.
2. საჭირო ადამიანები, ან ბედნიერ და წარმატებულ მოვლენათა განვითარების წყალობით, საწადელს მიაღწევთ.
3. წინაღობები, რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით გაჩნდება, შეაბრკოლებენ თქვენი გეგმების განხორციელებას.
4. იდეების რეალიზება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ გეყოფათ მოთმინება ბოლომდე მიყვეთ დასახულ გზას – წარმატება შესაძლებელია.
5. გაიღრმავეთ ცოდნა – ყველაზე მეტად ახლა ეს გჭირდებათ.
6. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ დასახული მიზნისკენ. "შორი გზა მოიარე – შინ მშვიდობით მიდითო" – მოცემულ მომენტში ეს გამოთქმა თქვენთვის არის.
7. დროებითი სირთულეები და გამოცდა გელით. შეინარჩუნეთ ღირსება და არ დაკარგოთ თვალსაწიერიდან მიზანი.
8. მოვლენები თქვენ სასიკეთოდ ვითარდება, სულ ოდნავი თქვენი მონდომებაა საჭირო, რათა ყველა, თუნდაც მცირედი დაბრკოლება გადალახოთ.
9. მოთმინება იქორნიეთ და ყველა საწადელს მიაღწევთ. ამ შემთხვევაში სიჩქარე დაუშვებელია.
10. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ. სხვისი დახმარება შესაძლოა "დათვური სამსახური" გამოდგეს.
11. მოგებული დარჩებით. სიურპრიზი იქნება თქვენთვის, რადგან ამას და ამ დროს არ მოელოდით.
12. სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნუ გადააჭარბებთ თქვენი ძალებისა და შესაძლებლობების შეფასებისას.
13. შესაძლოა, ძალების დაკარგვა და ნერვული დაძაბულობა იგრძნოთ. შურვილების ასრულება დროებით გადაიდება.
14. მშვიდად იყავით – ყველაფერი საჭირო დროს მოვა. მანამდე კი დაკავდით ყოფითი, ყოველდღიური საქმეებით.
15. ჯერჯერობით არ ღირს თქვენი გეგმების განხორციელების დაწყება. იძულებული მარტოობა, ახლობლების ვერ გაგება, თანამოააზრეების არყოფნა – ეს ყველაფერი დროებით თქვენი თანმდევი იქნება.
16. რაც და როცა მოგესურვებათ, ის აკეთეთ – ამის სრული უფლება გაქვთ. სპონდატური მოქმედებებისთვის შესაფერისი დროა.
17. ჩაუღრმავდით თქვენს გეგმებსა და მიზნებს – კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთი, გჭირდებათ კი ეს ყველაფერი.
18. ჩიხში მოქცევის რისკია. მშვიდად შეიცადეთ და ზურგის ქარიც დაუბერავს.
19. ხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული წარმატება და ცხოვრების ახალ, მაღალ ეტაპზე გადასვლის შანსი. ცხოვრება გაძლევთ შანსს – მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ.
20. ჰარმონია ურთიერთობაში ადამიანებთან და სამყაროსთან. გაეცით სიკეთე – და უკან დაგიბრუნდებათ.
21. ჩხოვრება გადაგიხაზავტ აქამდე დასახულ მიზნებს და ახალ, სულ სხვა ინტერესებსა და შესალებლობებს გამოგიწვდით.
22. გადააბიჯეთ თქვენს ეგოიზმს და ნუ ჩაიკიტებით საკუთარ თავში. ურთიერთანამშრომლობა – უპირველეს ყოვლისა და იყაით დიპლომატიური და დამთმობი.
23. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ და როგორც ჩაიფიქრეთ. წარმატება სარგებლობას მოგიტანთ როგორც თქვენ, ასევე მათ, ვინც თქვენს გვერდით არის.
24. იდეები, რომლებიც მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობდა, რეალურ შანსს მიიღებს, რათა განხორციელდეს.
25. შუეთავსებელი იქნება თქვენი გემები და მათი რეალიზაციის ხერხები. ხელახლა გააანალიზეთ მისწრაფებები და დაიისახეთ მეტად წარმატებული გზები მათ განსახორციელებლად.
26. თქვენი ცხოვრება რაღაც პერიოდის განმავლობაში ოჯახის ინტერესებით იქნება შემოფარგულული. მშვიდად დაკავდით საოჯახო საქმეებით და ნუ ჩათვლით ამ დროს დაკარგულად. ოჯახის მიერ აღიარებული თქვენი ავტორიტეტი – არანაკლებ მნიშვნელოვანია.
27. დააგროვეთ გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ წინ წაიწიოთ. შესაფერისი დროა, დაკავდეთ საკუთარი თავის სრულყოფით.
28. ახალი, ოპტომისტური შეედულება გარმოს მიმართ დაგაძლევინებთ დაბრკოლებებს.
29. წარმატებული იქმედებებისთვის საჭიროა დაალაგოთ მუდმივი კონტაქტები სვხა ადამიანებთან. თუ ძველი კავშირები აღარ მოუშაობს, გააბით ახლები. ისწავლეთ მყარი საქმიანი და მეგობრული კავშირების შქემნა.
30. ადამიანებთან ტაქტიკური მიდგომა მაქსიმალურ წარმატებას მოგიტანთ.
31. ყველაზე რთულადშესასრულებელი ამოცანების რეალიზების Dდრო მოვიდა.
32. სასწრაფოდ უნდა მონახოთ კრიზისული სიტუაციიდან გამოსლის გზა და გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება. დროთაგანმავლობაში შფოთვა და ფორიაქი უკან დარჩება.
33. ამ პერიოდში მუხრუჭი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ უნდობლობა იქნება. უმოქმედობის დროა.
34. იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები იმაზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე წარმოგედგინათ.
35. ძალიან ბევრი ურთიერთწინააღმდეგობებია. თუ მონოტონურად იმოქმედებთ მიზნის მიღწევისას, უკვე მიღწეულსაც დაკარგავთ.
36. თქვენმა თავბრუდახვევმა წარმატებამ შესაძლოა გარშემომყოფების შური გამოიწვიოს. თუმცა ჭორების იქეთ საქმე არ წავა.
37. ყველა ხარჯი გააკონტროლეთ, თორემ ინანებთ ტყუილად გაფლანაგული ფულის გამო.
38. სურვილს ინიციატივა, ნებისყოფა და დამოუკიდბლობა დაუმატეთ და ყველაფერი, სულ ყველაფერი აუცილებლად აგისრულდებათ.
39. თქვენთვის ძალიან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რომელსაც დიდი ხანია ელით.
40. თქვენი გეგმები განხორციელდება დახარჯული დროისა და ენერგიის პირდაპირპროპორციულად.
41. უნდა გამოიყენოთ შემოვლითი გზები და შეეცადოთ არ დააჩქაროთ მოვლენები, თუ გსურთ, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ.
42. გაურკვევლობის პერიოდია. მოიფიქრეთ ქმედებების კონკრეტული გეგმა და ეცადეთ არ გადაუხვიოთ გზას.
43. მსხვილი თანხის დახარჯვის ცდუნება გექნებათ. მიჰყევით საკუთარ ინსტინქტებს და არა სხვის რჩევებს.
44. უახლოეს მომავალში არ გელით განსაკუთრბეული ვნებათაღელვები. ყველაფერი გაეკვეული გექნებათ და ყველა გეგმა განხორციელებული.
45. დიდი სიხარულისა და სიურპრიზების დრო მოდის.
46. სურვილები აგისრულედებათ, თუკი მოკრძელებული იენქბით თქვენს მოთხოვნილებებში.
47. მოგზაურობა ან მივლინება თქვენს გეგმებში საჭირო კორექტივებს შეიტანს. სოციალურ კიბეზე სწრაფი აღმასვლის შანსი მოგეცემათ.
48. ყველაფერს მიიღებთ თქვენი მონდომები, შრომისმოყვარეობის, დისციპლინისა და ბედის წყალობით.
49. მიენდეთ ცხოვრებას, იცურეთ დინების მიმართულებით და მდინარე თავად მიგიყვანთ საჭირო ადგილას.
50. ის, რაც აქამდე გაეჭვებდათ და გაშინებდათ, ახლა სასიკეთოდ მოგიბრუნდებათ.
იხილეთ გაგრძელება




















