23 დეკემბერი, 2014
ცნობილი ქართველები, რომლებსაც მათზე ბევრად უმცროსი მეუღლე ჰყავთ
სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილი, ნინო ქორიძე თბილისში მუდამ პოპულარობით სარგებლობდა
ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება საზოგადოების განსჯის საგანი მუდმივად არის. თბილისში არაფერი იმალება, შესაბამისად, ყველამ იცის, ვინ ვის ხვდება და ვინ რამდენი წლით არის უფროსი საკუთარ რჩეულზე. ცნობილ ქართველებს მეწყვილესთან დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე მყარი ოჯახები სწორედ იმ ცნობილ ქართველებს აქვთ, ვის შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი

სამეფო კარის კანცლერის, კახა ქორიძის ქალიშვილი,
ნინო ქორიძე თბილისში მუდამ პოპულარობით სარგებლობდა. ნინო ქორიძემ რამდენიმე წლის წინ მსახიობ თორნიკე გოგორიჭიანზე იქორწინა. თორნიკე 24 წლის იყო, ნინო 37-ის. ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეეძინათ. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, თითქოს დაშორდნენ, მაგრამ წყვილი ბედნიერად ცხოვრობს.

ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. კანცლერის ქალიშვილი პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (ზედმეტსახელად ბათურა) გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ინგლისში სწავლობს. თუმცა, ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. 21 წლის ასაკში კი კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია. კოტემ და ნინომ ერთმანეთი ირინა თევზაძის ჩვენებაზე გაიცნეს, რომლის სპონსორიც კოტე გოგელია იყო, ნინო კი პოდიუმზე გამოდიოდა და მალე ოჯახი შექმნეს, რომელიც მცირე დროში დაინგრა. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი

ვასო ფხაკაძემ სულ ცოტა ხნის წინ 16 წლით უმცროს ლიკა მეტრეველზე იქორწინა. 21 წლის ლიკა მეტრეველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს. მაშინ ლიკა პირველი "ვიცე მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა. წყვილმა თაფლობის თვე ანტალიაში გაატარა.

გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალირ
ხუთ წლამდე არაფერია. მის მერე სისულელე.
15:44 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS